"მე გირჩი არ დამიტოვებია", — ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც განაცხადა რომ გირჩი იყოფა. პოსტის შემდეგ ეს მისი პირველი კომენტარია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ გირჩის ლიდერად რჩება.
"რაც დავწერე სტატუსში, იმის თქმა შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ ვაპირებ გარედ გამოტანას არაფრის", — განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ უთანხმოების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ ყოფილა.
"რა პარტია დავტოვე, რას ლაპარაკობთ? პარტია არ ვარ მე და არც ის ადამიანები. ვინ იქნება გირჩი, გადაწყვეტენ გირჩის მხარდამჭერები და ისინი, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვს ჩადებული", — აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, უშუალოდ გირჩი არ გაყოფილა და მისი გზები იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან გაიყო .
on.ge