მე-4 კატეგორიის საწარმოები ფინანსური ანგარიშგების წარდგენის გადავადებას ითხოვენ - შეიქმნა პეტიცია

მე-4 კატეგორიის საწარმოები ფინანსური ანგარიშგების წარდგენის გადავადებას ითხოვენ - შეიქმნა პეტიცია

access_time2021-09-23 11:00:00

მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის 1 წლით გადავადების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ადრესატია საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო. იმისათვის, რომ აღნიშნული პეტიციის განხილვა მოხდეს, ამისთვის საკმარისი ხელმოწერები უკვე შეგროვდა.


„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ამოქმედებულია რეგულაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის მიერ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარადგინონ 2018-2020 წლის შესაბამისი კატეგორიის ფინანსური ანგარიშგება. ეს რეგულაცია ვრცელდება მე-4 კატეგორიის საწარმოებზეც.


მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ერთხელ უკვე გადავადდა 2019 წელს, თუმცა ამის შემდგომ, 2020 წლის დასაწყისში მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა მოიცვა მსოფლიო კოვიდპანდემიამ. ამან გამოიწვია ის, რომ დასაწყისისათვის ჩაიკეტა და დაიხურა ბევრი ბიზნესი, შემდგომში, ნაწილი იმ ბიზნესისა, რომელიც თავისი მონაცემებით მე-4 კატეგორიის საწარმოში გადიოდნენ, ან ვეღარ აღადგინეს ასე ადვილად თავიანთი საქმიანობა, ან აღდგენის შემთხვევაში უმეტესობას მოუწია კადრების შემცირება.


ამას გარდა, ეს ეპიდემია შეეხო თითქმის ყველა ოჯახს, ზოგმა მოქალაქემ საკუთარ ჯანმრთელობის ხარჯზე გამოსცადა იგი , ზოგი ვერც გაუმკლავდა მას. ბოლო თვეების მონაცემებით, ვხედავთ თუ როგორ გაზრდილია სიკვდილიანობა. მოგეხსენებათ, ეს რამდენად დამთრგუნველად მოქმედებს მთელ საზოგადოებაზე. ბუღალტრები და ფინანსური გაყოფილების წარმომადგენლებიც ამ საზოგადოების წევრები გახლავართ, რომელთაც ზოგმა საკუთარ ჯანმრთელობაზე გამოვცადეთ ამ ვერაგი ვირუსის მოქმედება, რითაც აბსოლუტურად დაგვიქვეითდა შრომისუნარიანობა და დღემდე ვებრძვით პოსტკოვიდურ მდგომარეობას, ზოგმა დავკარგეთ ახლობლები, ნაცნობები, კოლეგები.


ბიზნესის მეპატრონეები ვეღარ არიან იმდენად გადახდისუნარიანები, რომ დაეფინანსებინათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სხვადასხვა უწყებების მიერ შეთავაზებული ტრენინგები. იყო რამდენიმე უფასო კურსიც, თუმცა იქ საკმაოდ შეზღუდული იყო დამსწრეთა რაოდენობა, ან იმ პერიოდში ბევრი ბუღალტერი კოვიდს ებრძოდა.



საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მთავრობის მიერ გადავადებული 2 წელი ბიზნესისთვის ახალ, უცნობ და მომაკვდინებელ პანდემიასთან ადაპტირების, მორგების და ყველაზე მთავარი ფიზიკური გადარჩენის პერიოდი იყო, ზოგი ვერ ფიზიკურად ვერ გაუმკლავდა ამ გამოწვევას და ვერც ბიზნესი გადაარჩინა.


ამ სისტუაციის გამო, საწარმოების უმეტესი ნაწილი ონლაინ მუშაობაზე გადავიდა.ზოგმა ბიზნესმა ვეღარ შეძლო ბუღალტრული პროგრამების ყოველთვიური მომსახურების გადახდა და ბუღალტრებს მოუწიათ საკუთარი ძალებით,სხვადასხვა ცხრილებში ეწარმეობინათ აღიცხვა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში, უფრო მეტად გართულებულია ბუღალტრული აღრიცხვიანობის წარმოება ბუღალტრული პროგრამებით, რადგან იქ ემატებათ ინტერნეტის,კომპიუტერებისა და სხვა საჭირო საშუალებების არარსებობა.


ა.წ.1 ოქტომბრამდე წარსადგენი ფინანსური ანგარიშგება კი საკმაოდ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალურ ფორმებში გადატანას მოითხოვს, რომელიც თავის მხრივ სანქცირებულია თანმდევი ფულადი პასუხისმგებლობით.


გამომდინარე აქედან, მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის მოვითხოვთ კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 1 ოქტომბრამდე იქნეს გადავადებული ამგვარი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. ეს პერიოდი თავის მხრივ საკმაოდ დაეხმარება ბიზნესს, როგორმე ჯერ წამოდგეს ფეხზე და შემდგომში უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისათვის ჯეროვანი მომზადება. საუბარია მე-4 კატეგორიის საწარმოებზე, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში მცირე ზომის მარკეტები, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, საცხობები და ა. შ. იმგვარი ტიპის საწარმოები წარმოადგენენ, რომლებისთვისაც კიდევ დამატებითი რაიმე ხარჯი, ან თუნდაც დამატებითი ჯარიმის გადახდა ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ უნდა გააჩეროს საქმიანობა,რაც თავის მხრივ, არ უნდა იყოს ქვეყნისთვის მომგებიანი.


გარდა ამისა, მე-4 კატეგორიის საწარმოებშიც უნდა დადგინდეს რაღაც ზღვარი მისი ყოველთვიური ბრუნვიდან გამომდინარე, ვინაიდან მცირე ბრუნვის მქონე საწარმოების (თვეში 7000 ლარამდე) ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა ან ნებაყოფლობითი უნდა გახდეს, ან საერთოდ მოეხსნათ ეს ვალდებულება. დაბალი ბრუნვიდან გამომდინარე, საწარმოს აღარ აქვს ფინანსური რესურსი ახა-ახალი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად აიყვანონ ახალი კადრები შრომის სპეციალისტის, აუდიტორის და ა.შ.


გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლილი გარემობებიდან, მოვითხოვთ გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის თანმხლები გამოწვევები და მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის 1 წლით გადადებული იქნას ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება“, - აღნიშნულია პეტიციაში.



business-partner.ge




თეგები:
პეტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up