მე-18 საუკუნის თბილისური ამბები და ერეკლე მეფის „ლიბერალური“ რეფორმები

მე-18 საუკუნის თბილისური ამბები და ერეკლე მეფის „ლიბერალური“ რეფორმები

access_time2017-11-23 16:30:02

თბილისის ისტორიასა და მის ტრადიციებზე უამრავი მასალა შემოგვინახა ქართულმა ისტორიოგრაფიამ, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ მე-18 საუკუნის თბილისური ამბები. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ევროპისაკენ მაცქერალმა ერეკლე მეორემ კარგად იცოდა, რომ თუკი მის ქვეყანას მართლაც ეწერა გაევროპელება, ეს პროცესი თბილისიდან უნდა დაწყებულიყო, ამიტომ პირველ რიგში აღუდგენია საკუთრების ქალაქური წესი. ვაჭართა ზედაფენისთვის დაუწესებია შეღავათები, მკაფიოდ განუსაზღვრავს თბილისელთა უფლება-მოვალეობანი. როგორც ჩანს, ამ ღონისძიებებს შედეგი გამოუღია, რადგან თბილისი ძალიან მალე გამხდარა ძლიერი სავაჭრო ქალაქი და მნიშვნელოვანი სახელოსნო ცენტრი.


როგორც ისტორიკოსი აკაკი გელაშვილი წერს, 1781-1782 წლების აღწერით, თბილისში იმ დროს სულ 3 498 კომლი ცხოვრობდა. მათ უმრავლესობას, 2294 კომლს, შუა ქალაქში ჰქონია ბინა. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ყოფილა გარეთუბანი, შემდეგ მოდიოდა ავლაბარი, შედარებით ნაკლები ხალხი ცხოვრობდა მეტეხში.


თბილისი უბნებად იყო დაყოფილი. ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო ანჩისხატისა და სიონის უბნები, სადაც ცხოვრობდა ქალაქის არისტოკრატია. აქედან ერთმანეთის მიყოლებით იყო სამეფო სახლი, წმინდა გიორგის ეკლესია, ერეკლეს კარის ეკლესია, სამეფო სტამბა და მეფის აბანოები. ქალაქის ცენტრად მიიჩნეოდა სამეფო სახლის წინ მდებარე მოედანი.


თბილისში იმ დროს ძირითადად ორი ტიპის საცხოვრებელი სახლები იყო, თბილისური დარბაზული და შირვანული სახლი (დარბაზთაგან დღეისთვის მხოლოდ ერთი სახლია შემორჩენილი ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე ფორაქიშვილების სახლი). შენობათა უმრავლესობას კი ვაჭარ-ხელოსანთა საცხოვრებელი სახლები შეადგენდა, რომლებიც ერთნაირად იყო ნაგები - დარბაზი, დერეფანი, რამდენიმე პატარა ოთახი, სათონე, მარანი.


ქალაქის განათება, ანუ თბილისის ჩირაღდნით გაბრწყინება, რაც მოსახლეობას ჰქონდა დავალებული, ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა მეფე ან უცხოელი დიდებული მობრძანდებოდა. ერეკლეს დროს კი, მისი ბრძანებით, რამდენიმე ქუჩის განათება მოეწყო და ეს საქმე წინ მიდიოდა.


ქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი სახსრები შეჰქონდა თავადაზნაურობას, რომლებიც ფლობდნენ საწარმოებს, ქარვასლებს, დუქნებს, აბანოებს. გადასახადის ნაწილს იხდიდა ქალაქის მოსახლეობა. ეს გადასახადები იყო თავის შაური, სამასპინძლო, სალეკო, სარუსო. არსებობდა ბეგარის სხვადასხვა ფორმა: ლაშქარ- ნადირობა, შენება-შეკეთება, ქეშიკის გაყვანა ტიკი-ტომარა, მდგმურობა და სხვა.


ქალაქის მმართველობა ევალებოდა მოურავს, რომელსაც მეფე ნიშნავდა და იგი აუცილებლად არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ერეკლეს დროს თბილისში რამდენიმე მოურავი ყოფილა, რომლებიც სხვადასხვა უწყებას განაგებდნენ, მაგრამ ქალაქის მოურავ დავით ციციშვილის ინიციატივით, მოხუცებულ მოქალაქეთა, ქედურთა და სამღვდელოთა გამოკითხვით, დადგინდა, რომ ქალაქში ერთი მელიქი, ერთი მამასახლისი და ერთი ნაცვალი ესხათ მხოლოდ.



ქალაქის მოურავს დიდი უფლებები ჰქონდა, მის დაუკითხავად უმაღლესი მთავრობაც ვერაფერს გააკეთებდა თურმე. როცა მეფე დიდკაცებთან ერთად საქვეყნო საქმეზე ბჭობდა, ქალაქის მოურავიც მონაწილეობდა.


იყო სხვადასხვა თანამდებობაც, მაგალითად, ციხისთავის, რომლის მოვალეობას შეადგენდა ციხეში დგომა და ციხის გუშაგის დაყენება, რაშიც მეფისგან წელიწადში 600 მანეთ ჯამაგირს იღებდა და ულუფა ჰქონდა დანიშნული; იყო ასეთი თანამდებობაც ქალაქის მწერალი-მუშრიბი, რომლის მოვალეობას სახლების, მამულებისა და ბაღების აღწერა შეადგენდა; უფრო დაბალი თანამდებობა იყო ჩარჯობა, რომელთა მოვალეობასაც ქალაქის ბაზრებსა და მოედნებზე მეფისა და სხვადასხვა მოხელის ბრძანებების გამოცხადება შეადგენდა.


მეფე ერეკლეს დროს განახლდა სტამბის მუშაობა, რომელიც აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს მესტამბეებმა მიწაში ჩაფლეს. დამპყრობლებს მხოლოდ სტამბის ნაწილი წაუღიათ, რომელიც მოგვიანებით თბილისელმა ვაჭრებმა განჯაში გამოისყიდეს და თბილისს დაუბრუნეს. ქალაქში იყო მდიდარი ბიბლიოთეკა, მარტო საპატრიარქოს წიგნსაცავში 76 ათასი წიგნი იყო დაცული.


თბილისის ზარაფხანაში დაიწყეს ქართული ფულის გამოჭრა. ვერცხლის ექვსშაურიანის, აბაზიანის, უზალთუნის. ასევე იჭრებოდა სპილენძის შაური, ბისტი, ნახევარ ბისტი, ქალაქში ტრიალებდა უცხოური მონეტებიც - ასლანი, ფლური, ვენეტიკური სევინი, დუკატი. ყველა მათგანს ფლურს უწოდებდნენ. ერთი ფლური ერთ ქართულ აბაზს უდრიდა.


საკმაოდ სწრაფად განვითარდა წვრილი ხელოსნობა, ყველაზე მეტნი იყვნენ მეპურეები, ყასბები, სირაჯები, მეწვრილმანეები, საზანდრები, მღებავები, ოქრომჭედლები. ხელოსნების საქმეებს აგვარებდა ასნაფი - დასტურლამანი. გადასახადსაც ასნაფი იხდიდა. ასნაფზე მაღლა იდგა უსტაბაში, რომელიც მთავრობის წინაშე აგვარებდა საქმეებს. იგი თაობდა დღესასწაულების მოწყობას ხელოსნებისთვის.


იმ დროს თბილისში სამი დიდი ბაზარი ყოფილა. მეფის სასახლის მოედანთან თათრის მოედნის ბაზარი, მეიდან ბაზარი, ზემო და ქვემო ბაზარი. ბაზარი მარტო სავაჭრო ადგილი კი არა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრიც იყო, აქ ცხადდებოდა მეფის ბრძანებები, ხალხი ერთმანეთს მთელი ქვეყნის ამბავს უყვებოდა. თბილისის ბაზრები ვერ იტევდა ხილს, ბოსტნეულს, მწვანილს, პურს, ხორცს, ღვინო-არაყს, ორაგულს, ზუთხს, დოშს, ხიზილალას, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო გულანქურზე-სევანის ტბის კალმახზე. ღვინო-არყის მაღალი ხარისხით თავად მეფის ოჯახი იყო დაინტერესებული. კრწანისისა და ორთაჭალის ბოსტნეული ბაზარზე არ გადიოდა, მათ მთლიანად სამეფო ოჯახი და ბატონიშვილები მოიხმარდნენ. მეფის სუფრა ძირითადად ამ ბაზრებზე შემოტანილი პროდუქტით ივსებოდა, უხვად იყო სამი სახის პური, ხორცი, დარიჩინიანი, ბროწეულისწვნიანი ფლავი, ხოხბის, კაკბის და ირმის ხორცით დამზადებული კერძები.


მე-18 საუკუნის შუა წლებში თბილისში 500-მდე დუქანი ყოფილა. დუქნები ძვირად ფასობდა და მისი მფლობელები შეძლებული ადამიანები იყვნენ. განსაკუთრებით ცნობილი იყო მექვაბეების დუქანი, ალათის დუქანი, ტოლჩას დუქანი. მაგალითად, დავით ბატონიშვილს თათრის მოედანზე 12 დუქანი ჰქონია.




თბილისი ცნობილი იყო თავისი აბანოებით. მეფისა და თავადების გარდა, აბანოებს ფლობდნენ თბილისელი მოქალაქეებიც. მაშინ ცნობილი ყოფილა მელიქ ენალას, დაუდ ხანის, ყაისა ვეზირის აბანოები. აბანოში საგანგებოდ ბოხჩებით მიჰქონდათ საპნები, ქისები, ფეხის ქვეშები, ინის დასალბობი ჯამები, სავარცხელ-თმისსაყოფი. სახის ნელსაცხებლებს ამზადებდნენ მოლუსკის ნიჟარაში, რომელსაც სადაფს ეძახდნენ. შესამშრალებელ თუ დასაფენ ზეწრებს კი სუზანები ერქვა.


თბილისში ასევე არსებობდა სამადლო სახლები, სადაც ღარიბებს ურიგებდნენ პურს, ზეთს, ბრინჯსა და სხვა პროდუქტებს. გახსნილი იყო ექიმთა სახლები, რომლებიც ავადმყოფებს უვლიდნენ და წამლებს უნიშნავდნენ. დოხტურ მაჰმუდ აქიმაშვილის, ექიმ ოსეფას, ალექსანდრე ექიმის, პატრი უფროსის საექიმო სახლები ყველაზე განთქმული ყოფილა იმდროინდელ თბილისში.


თბილისში გასართობ-თამაშობებიდან ყველაზე გავრცელებული ყოფილა ჭადრაკი, ნარდი, განჯაფი - ბანქოსმაგვარი თამაში. ჭადრაკი იმდენად პოპულარული იყო, რომ მას მზითვში ატანდნენ ქალიშვილს, მაგალითად, 1766 წელს ძვირფასი ჭადრაკი თევზის კბილისა და ფრანგული ნაკეთობის - კუს ძვლის დაფით მზითვში გაუტანებიათ ელისაბედ ბატონიშვილისთვის. ნარდი და განჯაფი კი სამარცხვინო იყო, თუმცა მაინც თამაშობდნენ ფულზე. ასევე გახსნილი იყო სათამაშო სახლები, რომელსაც სამორინე ერქვა, სადაც თავს იყრიდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი მდიდრები, არამედ უცხოელი სტუმრებიც. უბრალო ხალხის გასართობი კი იყო - ჩილიკა, რიკი, ვეგი ანუ კოჭაობა. მოკლედ ასე ცხოვრობდნენ და ერთობოდნენ მეფე ერეკლეს დროს თბილისელი მოქალაქეები.



„რეზონანსი“



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up