მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

access_time2021-01-20 14:00:00

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო.


მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.




პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.



ქვედანაყოფის მისიიდან დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე
access_time2021-03-02 10:00:49
2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და მისი მოცულობა 367.56 მლნ ლარს უტოლდება, კლება 14 მლნ ლარია, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდა 3 მილიონი ლარია. საკონვერსიო ოპერაციებიდან კი სექტორმა 13.46 მლნ ლარის ზარალი მიიღო. გარდა შემოსავლებისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ხარჯების ნაწილშიც, რომლის მოცულობაც მიუხედავად საპროცენტო...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...


მსგავსი სიახლეები

up