მძიმე მრეწველობის წარმომადგენლები ბიზნეს დავებისთვის ცალკე მოსამართლეების გამოყოფას ითხოვენ

მძიმე მრეწველობის წარმომადგენლები ბიზნეს დავებისთვის ცალკე მოსამართლეების გამოყოფას ითხოვენ

person access_time2016-04-15 11:00:42

კომპანიებისთვის მოსამართლეების დაბალი ბიზნეს-კვალფიციკაცია მწვავე პრობლემად რჩება. მოსამართლეთა დაბალი კომპეტენციის პრობლემაზე „კომერსანტმა" ბოლო პერიოდში რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. ბიზნესმენები და დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების კვალიფიკაცია ბიზნეს დავების კუთხით ასამაღლებელია, რადგან მათ მიერ მიღებულ კვალიფიციურ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბიზნესკომპანიების განვითარება. 


ბიზნეს დავებზე ცალკე მოსამართლეების გამოყოფის მოთხოვნით მთავრობას ამჯერად ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია" მიმართავს. ასოციაციის თავმჯდომარე სულხან ხვედელიძე ამბობს, რომ მოსამართლე უნდა ერკვეოდეს თემებში და მხოლოდ მოსმენის რეჟიმში არ იყოს. ხვედელიძის თქმით, აპირებენ მთავრობას მიმართონ და ბიზნეს საქმეებზე კომპეტენტური მოსალართლეების დანიშვნა მოითხოვონ.

 

ხვედელიძეს მაგალითად, „ჯორჯიან მანგანეგზსა" და შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარე დავა მოყავს, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ გამოიტანა და კომპანია 200 მილიონი ლარით დააჯარიმა. ხვედელიძის განმარტებით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა საერთაშორისო აუდოტორების დასკვნები და იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ არცერთი კითხვა არ გასჩენია. მისივე შეფასებით, არაკომპეტენტური მიდგომა იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდანაც, ამიტომ ასეთ შემთხვევებში მოწვეული უნდა იყოს დარგის სპეციალისტი.


 

რატომ ვერ უზრუნველყოფს საქართველოში არსებული განათლების სისტემა მოსამართლეების მომზადებას ბიზნეს-დავების განხილვის მიმართულებით? არსებობს თუ არა სპეციალური პროგრამები ამ კუთხით მოსამართლეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად? რისი გაუმჯობესებაა ამ მიმართულებით აუცილებელი და იგეგმება თუ არა გარკვეული ნაბიჯების გადადგომიათ


“კომერსანტმა“ კითხვებით იუსტიციის საბჭოს მიმართა, სადაც ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. ვიდრე ამ მიმართულებით გაუმჯობესების პერსპექტივები არ ჩანს, ეკონომიკური კუთხით მოსამართლეთა არაკომპეტენტურობის პრობლემაზე სულ უფრო მეტი ბიზნესკომპანია საუბრობს.


 




29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up