მძიმე მრეწველობის დარგს ორი მხრიდან ადგება დარტყმა - მერაბ ლომინაძე

მძიმე მრეწველობის დარგს ორი მხრიდან ადგება დარტყმა - მერაბ ლომინაძე

access_time2020-09-17 22:54:33

როგორ ხვდება COVID19-ის გამო გართულებულ ეპიდსიტუაციას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო - „ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანია, რომელიც 6000-მდე სამუშაო ადგილს ქმნის და მისი პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში 6%-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით სიდიდით მეოთხე კომპანიას, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ქვეყანაში, მუშაობა პანდემიის გავრცელების პირველი ტალღისა და საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ შეუჩერებია, თუმცა, რა ვითარებაა ახლა და როგორი მომზადებული ხვდება კომპანია გართულებულ ეპიდსიტუაციას - ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ გააკეთა.


„გასულ პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ჩვენს არცერთ ობიექტს პანდემიის გამო მუშაობა არ შეუწყვიტავს. „ჯორჯიან მანგანეზი“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანაცხოვრება COVID19-ის პირობებში. კომპანია დღემდე მკაცრად და ზედმიწევნით ასრულებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგულაციებს. ეპიდსიტუაციის გართულების მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულების უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული“, - ამბობს მერაბ ლომინაძე.


კომპანიის დირექტორმა მძიმე მრეწველობის დარგში არსებულ არადამაიმედებელ პროგნოზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე აღნიშნულ დარგში მოღვაწე ყველა კომპანიის საერთო საექსპერტო მაჩვენებლების, დაახლოებით, 20-25%-ით შემცირება მოხდება.



„ჩვენ შევედით იმ ციკლში, როდესაც სახეზე გვაქვს ფასების კლება, ფაქტობრივად, მძიმე მრეწველობის დარგს ორი მხრიდან ადგება დარტყმა: ერთი - საბოლოო პროდუქციის ფასის თვალსაზრისით, მეორე კი - სარეალიზაციო ბაზრებზე შემცირებული რაოდენობის თვალსაზრისით. ამას 1 წლის წინ კომპანია ნამდვილად არ ელოდა, როდესაც 2020 წლის ბიუჯეტი დგებოდა, თუმცა, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან და ტრეიდერებთან, მივაღწიეთ იმას, რომ შევიმუშავეთ შესაბამისი გეგმა, რომელიც გულისხმობს სწორედ ასეთ, გართულებულ ვითარებაში კომპანიის ისე ოპერირებას, რომ ჩვენ შევძლოთ უკვე პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც კრიზისი გადაივლის, ჩვენი საწარმოო სიმძლავრეები მაქსიმალურად მოკლე დროში აღვადგინოთ და მოვახდინოთ არა მხოლოდ იმ ბაზრებზე დაბრუნება, სადაც ჩვენი პროდუქცია ისტორიულად იყიდება, არამედ შევეცადოთ, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში ახალ ბაზრებზეც შევაღწიოთ - მოგეხსნებათ, კრიზისის დროს ბაზარზე შეღწევა ყველაზე ადვილი გახლავთ.


თუმცა, ეს პროცესი საჭიროებს არა მხოლოდ ერთი დარგისა და ერთი კომპანიის ძალისხმევას, არამედ, ამ შემთხვევაში ყველა ის დარგი უნდა გაერთიანდეს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ფეროშენადნობთა წარმოებაში. მაგალითად, ჩვენი თვითღირებულების 25% ელექტროენერგია გახლავთ, და 2020 წლის მსგავსი მაღალი ფასი საქართველოს ენერგობაზარს არ ახსოვს - უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. ვფიქრობ, ეს პრობლემაა როგორც ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის, ისე კონკრეტულად ჩვენი კომპანიის მდგრადობის შესანარჩუნებლად, მით უფრო, კრიზისულ პერიოდში.


ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ ენერგეტიკის სექტორი და მეტალურგიის დარგი, ისევე - როგორც ზოგადად მძიმე მრეწველობა, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს და გახლავთ ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი, უნდა შეჯერდეს გადარჩენის ერთობლივ გეგმაზე. სხვადასხვა დარგები, ერთობლივი ძალისხმევითა და სახელმწიფოს შუამდგომლობით, უნდა გავერთიანდნენ, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი გეგმა და მოხდეს იმ ქმედით ნაბიჯებზე შეჯერება, რომელიც ჩვენი კომპანიების გადარჩენას უზურუნველყოფს და რომელიც, თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ქვეყნის ბიუჯეტში შესაბამისი გადასახადების გადახდას და, ზოგადად, ქვეყნის მდგრადობის მიღწევას გულისხმობს“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up