მძღოლებისთვის 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა – შსს–ს განმარტება

მძღოლებისთვის 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა – შსს–ს განმარტება

person access_time2016-01-04 11:57:58

2016 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ეგრეთწოდებული 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის გახილვის საგანია და ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახითაა წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს,რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მართვის მოწმობებთან მიმართებით მსგავსი რეგულაცია ფუნქციონირებდეს, არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციაო კამპანია და შესაბამისად, ამის თაობაზე თითოეული მძღოლი ინფორმირებული იქნება", - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 


შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა შემოდის. შსს-ს ინიციატივით, მოძრაობის წესების დარღვევისას, მძღოლებს ასქულიანი ლიმიტიდან დააკლდებათ კონკრეტული დარღვევისთვის განკუთვნილი ქულა. ლიმიტის განულების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ სიახლე არ შეეხება ვიდეოჯარიმებს და საუბარია მხოლოდ უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე.

 

„არის ქულების სისტემის შემოღება, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მძღოლს, ვინც ფლობს მართვის მოწმობას, მიანიჭებს ას ქულას ერთი წლის განმავლობაში, ხოლო დარღვევების შემდეგ, მძღოლებს მოაკლდებათ ამ ქულების ლიმიტიდან შესაბამისი ოდენობის ქულა. რომელიც ამ კონკრეტულ დარღვევაზე იქნება მიბმული. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ მხოლოდ ჯარიმის გადახდა არ იყოს ინდულგენცია და ბოდიში დარღვევისთვის", - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up