ტექინპექტირების გაუვლელობის გამო მძღოლები  შეიძლება, უფრო ხშირად დაჯარიმდნენ

ტექინპექტირების გაუვლელობის გამო მძღოლები შეიძლება, უფრო ხშირად დაჯარიმდნენ

access_time2019-09-17 16:10:07

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შევიდეს ცვლილებები კანონში, რომლის თანახმადაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო მძღოლები 30 დღის ნაცვლად, ყოველ 72 საათში ერთხელ დაჯარიმდნენ.


„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ დახარვეზებული ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ყოველ თვე ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე ავტომობილი ტექნიკურად გამართონ.


მისივე თქმით, თბილისში ჯერ კიდევ გადაადგილდება 82 000-მდე ისეთი მანქანა, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა.


„ტექინსპექტირება გაუვლელ მანქანებს ძირითადად ვიდეო კამერები აკონტროლებენ. პირველი იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე 773 000 მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირების ცენტრს და აქედან 11%, დაახლოებით 82 000 ავტომანქანა დახარვეზდა. ამის მიუხედავად, ეს ავტომანქანები დღეს გადაადგილდებიან ქუჩებში. პრობლემას კი ის ქმნის, რომ ასეთ ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე წესრიგში მოიყვანოს საკუთარი ავტომანქანა.



დღეს 30-დღიანი ვადა არსებობს, ანუ, ის მძღოლები, რომელთა ავტომანქანამაც ტექინსპექტირება ვერ გაიარა, თვეში ერთხელ ჯარიმდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ურჩევნიათ, თვეში 40 ლარის გადახდა. ამ ხარვეზების გაანალიზება უნდა მოხდეს, რომ რეფორმები წარმატებულად ჩაითვალოს. თუ ეს ცვლილება არ შევიდა ძალაში, რეფორმა ჩავარდება. კანონში შესატან ცვლილებებს კი პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, რომ დროულად შევიდეს ძალაში და შემდეგი წლიდან ამოქმედდეს“ – განაცხადა ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა. ჯარიმის ოდენობა იმ ფიზიკური პირებისთვის,ვინც ტექნისპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდება ავტომობილით 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის კი 200 ლარი.



BPN





როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up