მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში ბიუჯეტს 1,657,000 დაუჯდა

მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში ბიუჯეტს 1,657,000 დაუჯდა

access_time2019-05-13 10:00:53

კობა ნაყოფია, ვიქტორ ჯაფარიძე, ელგუჯა გოცირიძე, ლევან ბეჟანიძე, გიორგი თოთლაძე, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ხახუბია - ეს იმ დეპუტატების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომელთაც 2018 წელს თავიანთი უფლებამოსილება საერთოდ არ შეუსრულებიათ. მეტიც, უმეტეს შემთხვევაში  პარლამენტში არ დადიან და პლენარულ სხდომებს არ ესწრებიან.





 ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ჯამში ცუდი ყოფაქცევით  პარლამენტის 30 დეპუტატია გამორჩეული, აღსანიშნავია, რომ აქედან 24 „ქართული ოცნების“ წევრია.


„მდუმარე პარლამენტარებზე“ უფრო ვრცლად არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ინოვაციური მედიაპროექტი ფლანგვის დეტექტორი წერს:


 პარლამენტში ამ დეპუტატებს არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და, შესაბამისად, სრულფასოვნად არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო  ორგანოს საქმიანობაში. ამასთან, მდუმარე დეპუტატები  საპარლამენტო სხდომების გაცდენით გამოირჩევიან. ამ მხრივ ლიდერობს კობა ნაყოფიაა. მან 49 პლენარული სხდომიდან 47 გააცდინა. ის წინა წლებშიც ყველაზე  გამცდენი პარლამენტის წევრი იყო.


წლის ყველაზე მდუმარე პარლამენტარების სიაში  ისეთებიც არიან, რომლებსაც წინა წლებშიც არ უსარგებლიათ საკუთარი მიკროფონით. მაგალითად, ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე“.



დეპუტატების, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას არასრულფასოვნად ან საერთოდ ვერ ასრულებენ, ქვეყნის ბიუჯეტს 2018 წლის განმავლობაში 1,657,000 დაუჯდა. ეს ტენდენცია ყოველწლიურია და მისი კონტროლი თითქმის შეუძლებელი.


პარლამენტარების საქმიანობა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომაცშეისწავლა. ორგანიზაცია ყოველწლიურად აკვირდება და როგორც  ირკვევა, პრობლემები ყოველწლიურად უცვლელია. მათ შორის, გაცდენები და დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლობა.


„ტრადიციულად დეპუტატები ბოროტად სარგებლობენ კანონით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სხდომა გააცდინონ ოჯახური მდგომარეობის გამო. ამ მიზეზით, მაგალითად 2017 წელს 1430 გაცდენა დაფიქსირდა და ციფრი მსგავსია 2018 წელსაც. რა თქმა უნდა, სხდომაზე არც ისეთი პარლამენტარების ყოფნას არ აქვს აზრი, რომელებიც წლის განმავლობაში ერთხელაც არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, არ აფასებენ ფაქტს და სიტყვით არ გამოდიან. საუბარიც ზედმეტია საკანონმდებლო ინიციატივაზე. შედეგად, ჩვენმა რეკომენდაციამაც უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო - დეპუტატები დაკისრებულ მოვალეობას მეტად პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭირვალობა“ - საქართველოს საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია.


როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა ისე, რომ დეპუტატები პლენარულ სხდომებს დაესწრონ და საკუთარი მოვალეობა სრულყოფილად შეასრულონ?


ლიკა საჯაიას ერთ-ერთ ეფექტურ გზად სანქცია მიაჩნია, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად საზოგადოებრივ განწყობას ასახელებს:


„ახალი რეგლამენტის მიხედვით, კონტროლი უფრო გამკაცრდა და რა შედეგებსაც გამოიღებს ამას უკვე წლის ბოლოს შევაფასებთ, მაგრამ ეს მაინც არ არის მთავარი. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ფულადი სანქციები, გაფრთხილება და ა.შ. ყველაზე ეფექტური მაინც საზოგადოების განწყობაა - როდესაც დეპუტატი აცნობიერებს, რომ მისი დაუდევრობის გამო ხალხს აგრესია გაუჩნდა და შემდეგ ჯერზე შესაძლოა აღარ აირჩიონ, ეშინია, ფრთხილობს. შესაბამისად, ზოგადად კარგია როდესაც საზოგადოებას  ყველაფერზე ჰქონდეს  შესაბამისი რეაგირება“.


მდუმარე დეპუტატების სრული ჩამონათვალი და მათი ყოველთვიური ანაზღაურება:



  • ლევან ბეჟანიძე – 55485
  • რუსლან გაჯიევი – 43788
  • ელგუჯა გოცირიძე – 55485
  • მახირ დარზიევი – 60285
  • მუხრან ვახტანგაძე – 56865
  • ცოტნე ზურაბიანი – 56958
  • გიორგი თოთლაძე – 44660
  • ედიშერ თოლორაია – 43200
  • შალვა კიკნაველიძე 56865
  • გიორგი კოპაძე – 50364
  • თეიმურაზ კოხრეიძე – 60285
  • იოსებ მაკრახიძე – 55485
  • სამველ მანუკიანი – 55485
  • სავალან მირზოევი – 45132
  • ენზელ მკონიანი – 55485
  • რომან მუჩიაშვილი – 55485
  • თამაზ ნავერიანი – 55485
  • დიმიტრი სამხარაძე – 61665
  • გოდერძი ჩანქსელიანი – 55485
  • არჩილ ხაბაძე – 60285
  • ფატი ხალვაში – 55485
  • ვიქტორ ჯაფარიძე – 42000
  • თენგიზ ხუბულური – 56865
  • კობა ნაყოფია – 60285
  • აზერ სულეიმანოვი – 60285
  • ზაზა კედელაშვილი – 61665
  • გიორგი ღვინიაშვილი – 65039
  • გელა მიქაძე – 55271
  • რამაზ ნიკოლაიშვილი – 60285




სალომე ლემონჯავა




სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...

თბილისი-ნიუ-იორკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება

თბილისი-ნიუ-იორკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება
access_time2020-11-25 16:00:32
Air Georgia-ს საქართველოში Airbus 330-300 ხომალდის ჩამოყვანის შემდეგ ნიუ-იორკში პირდაპირი რეისის განხორციელების სურვილი აქვს. კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი კოდუა განმარტავს, რომ ხომალდს მსგავსი რეისის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აქვს.   „უკვე მოვაწერეთ ხელი პროექტს დიდ ფუჟელაჟიანი თვითმფრინავის ჩამოყვანაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ავიაკომპანიას არასოდეს ჰქონია დიდი გაბარიტების სამგზავრო თვითმფრინავი, რომ განეხორციელებინოს თბილისი-ნიუ-იორკის,...

„უპრეცენდენტო მასშტაბის, 35 %-იანი ჰოსპიტალიზაცია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს“ - გიორგი კანდელაკი

„უპრეცენდენტო მასშტაბის, 35 %-იანი ჰოსპიტალიზაცია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს“ -  გიორგი კანდელაკი
access_time2020-11-25 15:00:20
„დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. “ -  ამის  შესახებ განცხადებას  აშშ–ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი და ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ავრცელებს. მისი თქმით, ვითარებითან გამოსვლის ერთი ძალიან მარტივი  გზა არსებობს,  რომელსაც არც ტექნოლოგიური და  არც მეცნიერული  პოტენციალი სჭირდება,...

ნავთობის ფასის მატების პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება

ნავთობის ფასის მატების პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება
access_time2020-11-25 11:55:00
ნავთობის ფასის მატების პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ძირითადად იზრდება და ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას მარტის თვის შემდეგ.  კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures...


მსგავსი სიახლეები

up