„მდუღარე ეკონომიკის“ ორნიშნა პროცენტული ზრდის ალბათობა შემცირდა

„მდუღარე ეკონომიკის“ ორნიშნა პროცენტული ზრდის ალბათობა შემცირდა

access_time2021-11-01 10:00:07

სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაც 2013-2019 წლებთან შედარებით მაღალია, მაგრამ მიმდინარე წლის გასულ თვეებთან შედარებით ტემპი შემცირებულია, რამაც დაანონსებული წლიური ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ეჭვქვეშ დააყენა. 9 თვის მონაცემებით ინფლაცია, უმუშევრობა და სხვა ეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულია. წლის ბოლომდე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტ რამაზ გერლიანს შეუძლებლად მიაჩნია.

 


გასული წლის იანვარ-სექტემბერში 5%-იანი ვარდნის ფონზე, წელს, იმავე პერიოდში, ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა. უშუალოდ სექტემბერში შარშან მშპ 0.7%-ით შემცირდა, წელს კი 6.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება კვარტლებს - 2020-ის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2.2% შეადგინა, მეორეში 12.3%-ით შემცირდა, ხოლო მესამეში 3.8%-ით. 2021-ში ნეგატიური პირველი კვარტალი აღმოჩნდა, გარდა უკეთესი საბაზისო პერიოდისა, იანვარში ჯერ კიდევ ლოქდაუნი მოქმედებდა, რის გამოც პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში რეკორდული 29.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, მესამე კვარტალში კი ზრდის ტემპმა 9% შეადგინა.

 


პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით „ეკონომიკა დუღს“, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოსახლეობას არწმუნებს, რომ „ეკონომიკა აღდგა და აღდგენასაც გასცდა“. ვარდნის ფონზე მშპ-ის ზრდის პარალელურად სხვა სტატისტიკური მონაცემები სხვა რეალობას ასახავს.

 


მესამე კვარტალში ინფლაციამ ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწია. მხოლოდ სექტემბერში სამომხმარებლო ფასები 12.3%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო პირველადი მოხმარების საგნებზე, მაგრამ ამის გაუთვალისწინებლადაც 12.3%-იანი ინფლაცია ნიშნავს რომ  2021 წელს 20-25 ლარით გაზრდილი პენსია მსყიდვეულნარიანობით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის სექტემბერში.

 



სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა იანვრიდან დღემდე 98 ათასით 628 ათასამდე გაიზარდა. 3.6%-ით 22.1%-მდეა გაზრდილი უმუშევრობაც, რაც დამატებით 63 000 უმუშევარს ნიშნავს.

 


არსებული რეალობის შესაფასებლად და მოლოდინებზე სასაუბროდ კომერსანტი ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს დაუკავშირდა. რამაზ გერლიანის განმარტებით, რაიმე შანსი იმის, რომ წლის ბოლომდე ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს, აღარ არსებობს და ის, რისი მიღწევაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში მიღწევადი იყო, ახლა უკვე შეუძლებელია.

 


გერლიანის თქმით, 2022 წელს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე მშპ-ის ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდება და 4%-ის ფარგლებში იმერყევებს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე წელი უწყვეტად ორნიშნა ზრდა ჰქონდეს, ეს შესაძლებლობა კი სახელმწიფოს ხელში არსებული და თითქმის გამოუყენებელი $3 ტრლნ-ის აქტივების მოსახლეობისთვის უსასყიდლო გადაცემაა, რაც 6 წელიწადში, სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკის გაორმაგების საფუძველი გახდება.

 


ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციამ შესაძლოა უკუშედეგი აჩვენოს და მძიმე ექსცესები გამოიწვიოს. მისი თქმით, ვაქცინაციის ეფექტის გამოყენების პერიოდი ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა და საწყის ეტაპზე, სანამ ვაქცინის დისკრედიტაცია მოხდებოდა, მთავრობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. დღეს კი განწყობების შეცვლა ბევრად უფრო რთულია.

 


თუ ეკონომიკა 2020 წლის ფონზე იზრდება, ინვესტიციები კი კლებას განანგრძობს, ერთადერთი, რის ზრდასაც ტენდენციის სახე გააჩნია - საზვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებია. 2021 წლის იანვარ-თებერვალში $1.7 მლრდ გადმოირიცხა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28%-ით, 2019 წელთან შედარებით 36%-ით, 2018 წელთან შედარებით 47%-ით და 2017 წელთან შედარებით კი 70%-ითაა გაზრდილი.  


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up