მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

access_time2016-07-11 12:32:21

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.


სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.


ამ დროისთვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი კალაპოტში დაბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ვანი-სულორის გზაზე, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.


სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.



ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...


მსგავსი სიახლეები

up