მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება

access_time2018-01-26 13:37:58

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქ. ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს. ობიექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია იმყოფებოდნენ. 


პროექტი, პირველ რიგში, ითვალისწინებს კაშხლის ათივე ფარის ამოწევას და მათ გახსნილ მდგომარეობაში დაფიქსირებას.  აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც შედგება კაშხლისა და რაბრეგულატორისგან; შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება ნაგებობა და კეთილმოეწყობა ნაგებობის მომსახურე ოფისი და მიმდებარე ტერიტორია. პროექტის მიხედვით, ჩატარდება ყველა საჭირო სამუშაო, რათა შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს, გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა იმისათვის, რომ არ მოხდეს ქ. ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დატბორვა.


ობიექტი შპს „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში 2017 წლის 1 დეკემბერს გადავიდა. არსებული მდგომარეობის შესასწავლად კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.



მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე  ლარი დაიხარჯება.


სარეგულაციო ჰიდროკვანძის ობიექტზე ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ქ. ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.





BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up