მდინარაძის თქმით, თანხის გაფლანგვისთვის მათი თანაგუნდელები უგულავაზე მკაცრ სასჯელს იხდიან

მდინარაძის თქმით, თანხის გაფლანგვისთვის მათი თანაგუნდელები უგულავაზე მკაცრ სასჯელს იხდიან

access_time2020-02-11 16:40:09

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა პოლიტიკურად დევნილი არაა. მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანხის გაფლანგვისთვის არაერთი თანამდებობის პირი უფრო მკაცრ სასჯელს იხდის.

 

არაერთი თანამდებობის პირი გასამართლებულია და შეფარდებული აქვთ მკაცრი სასჯელები ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხების გაფლანგვის და მითვისების. ბათუმის მერს [გიორგი] ერმაკოვს 500 ათასი ლარის გაფლანგვის გამო შვიდი წელი აქვს მისჯილი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ფოთის მერი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე... — განაცხადა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძე პოპულისტურს უწოდებს ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომ უგულავა ერთ საქმეზე ორჯერ გაასამართლეს:

 

პროკურატურა ყველა ეტაპზე ამბობდა, რომე ეს არის გაფლანგვა, რაშიც სასამართლოს პირველი და მეორე ინსტანცია არ დაეთანხმნენ და ეს პოზიცია გაიზიარა უზენაესმა სასმართლომ.

 


უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ თვითონ მივიდა. უგულავას თქმით, ციხეში მესამედ მიდის და მიაჩნია, რომ იქ თავისუფლება არ ეზღუდება, პირიქით საქართველოში ციხეა თავისუფლების ადგილი.

 

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

 

საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

 

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

 

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად

 

წყარო: on.ge





ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up