მდიდრები ღარიბების წინააღმდეგ – OECD–ს შემოსავლების უთანასწორობის რეიტინგი

მდიდრები ღარიბების წინააღმდეგ – OECD–ს შემოსავლების უთანასწორობის რეიტინგი

access_time2017-08-20 18:30:46

ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 36 განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მდიდრებს და ღარიბებს შორის უთანასწორობის შესახებ სპეციალური კვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნები, რადგანაც ისინი არ არიან, ორგანიზაციის წევრები.
უთანასწორობა იზომება 1-ბალიანი სისტემით, სადაც 0 ბალი ნიშნავს სრულ თანასწორობას, ხოლო 1 - მაქსიმალურად შესაძლებელ უთანასწორობას, როდესაც ერთ ადამიანს აქვს ყველაფერი, დანარჩენების კი - არაფერი. ევროკავშირი, რომლის ქვეყნებიც განიცდიან სერიოზულ დისბალანსს, აჩვენებს, რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს გაუწონასწორებელ სისტემაში.

 

 

1.ლიტვა


უთანასწორობის ინდექსი - 0,35

 

ლიტვაში უთანასწორობის მაჩვენებელი ტრადიციულად მაღალია - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ლიტვაში მოსახლეობის უმდიდრესი 20% აკონტროლებს 6-ჯერ მეტ ქონებას, ვიდრე უღარიბესი 20%. ამავე დროს ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე.

 

2.ბრიტანეთი


უთანასწორობის რეიტინგი - 0,36

 

უთანასწორობის მაჩვენებლით ბრიტანეთი იკავებს მე-3 ადგილს ევროპაში და იმყოფება ბალტიის ქვეყნებთან გვერდით. ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ცნობით, 2016 წელს მდიდარი 20%-ის შემოსავლები 12-ჯერ აღემატებოდა მოსახლეობის უღარიბესი 20%-ის შემოსავლებს.

 

 

3. ესტონეთი


უთანასწორობის რეიტინგი - 0.36%

 

უთანასწორობის დონე ესტონეთში სტაბილურად შეადგენს 0,36%-ს 2008 წლის მსოფლიო ფინანური კრიზისის შემდეგ. ამის მიზეზია სოფლის მოსახლეობის გადინება ქალაქებში და დასავლეთ ევროპაში შრომითი მიგრაციის მაღალი დონე.


 



4.ისრაელი

 
უთანასწორობის რეიტინგი - 0,37

 

ისრაელი იკავებს მე-5 ადგილს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის რეიტინგში. თუმცა მაღალი მაჩვენებლის კომპენსირებას ახდენს შემოსავლების გადანაწილება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს რეგულირება ჯანდაცვაში და განათლებაში.

 

 

5. თურქეთი


უთანასწორობის რეიტინგი - 0,39

 

2007-2013 წლებში თურქეთში შემოსავლების დონე გაიზარდა 20%–ით, თუმცა ამან ვერ გადაწყვიტა უთანსწორობის პრობლემა - მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასები გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე დაბალანაზღაურებადის. სახელმწოფი ცდილობს ამ დისბალანსის კომპენსირებას შემოსავლების გადანაწილებით და ამ მხრივ, არ ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს.

 

6. აშშ


უთანასწორობის რეიტინგი - 0,39

 

აშშ-ში კეთილდღეობის დონის უთანასწორობა სტაბილურად იზრდება 1980-ანი წლებიდან, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს დიდ ქალაქებში. განათლების და ჯანდაცვის მაღალი ღირებულება ხელს უწყობს შეძლებულ ადამიანთა მცირერიცხოვანი კასტის ჩამოყალიბებს, რომელსაც უპირისპირდება ნაკლებ შემოსავლიან ამერიკელთა დიდი მასა. პოლიტოლოგების აზრით, სწორედ ამან შეუწყო ხელი დონალდ ტრამის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

 

7. მექსიკა

 

უთანასწორობის რეიტინგი - 0,46

 

უფსკრული მდიდრებს და ღარიბებს შორის მრავალი საუკუნე იყო და ახლაც არის მექსიკის მთავარი პრობლემა. „მექსიკა - უთანასწორობის ქვეყანაა. არსად არ არსებობს ასეთი საშინელი სხვაობა წარმატების განაწილებაში“ - წერდა მეცნიერი და მოგზაური ალექსანდრ ფონ გუმბოლდტი ჯერ კიდევ 1811 წელს. დღესაც, ქვეყნის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხოლო 4 ადამიანი ფლობს ქონებას, რომელიც საკმარისია უმუშევართა ორი მესამედისთვის მინიმალური ხელფასის გადახდისთვის.

 

 

8. ჩილე


უთანასწორიბის რეიტინგი - 0, 47

 

ისევე როგორც მექსიკაში, საგადასახადო რეგულირება ვერ ამცირებს სხვაობას მდიდრებს და ღარიბებს შორის. მაღალი გადასახადები მძიმე ტვირთად აწევს რიგით მოქალაქეებს, მაშინ როდესაც ოლიგარქთა მცირე ჯგუფი თავს არიდებს მათ გადახდას კორუფციული სქემების მეშვეობით. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია ჩილეში შეიცვალა და ღატაკთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

 

 

bfm.ru




„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up