ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში  ჩანს

ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში ჩანს

access_time2021-03-03 10:00:52

      პანდემიის პერიოდში დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვებისა და ლოქდაუნის შედეგად მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური კლება. ჯერ კიდევ გაზაფხულზე პირველი ლოქდაუნის შედეგად, II კვარტალში 12,6%-იანი კლება დაფიქსირდა. გაზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდი კი მთავრობამ გაანიავა. ის მოსამზადებელი პერიოდი რაც შეეძლოთ რომ გამოეყენებინათ ჯანდაცვის მიმართულებით მდგომარეობის გამოსასწორებლად საერთოდ არ იქნა გამოყენებული, აღებული საგარეო ვალიც არამიზნობრივად დაიხარჯა და რეალურად ის პრობლემები რაც უკვე შემოდგომის პერიოდში დადგა ეფექტიანად ვერ გადაჭრეს, არ მოხდა არც სამედიცინო პერსონალის გადამზადება, არც საწოლფონდების მობილიზება და სხვა, არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები სამედიცინო დაწესებულებებზე ზამთრის პერიოდში შესაძლო მომატებული მიმართვიანობის დასაკმაყოფილებლად, მთავრობის ეს უმოქმედობა მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, რომ მათსავე განცხადებებში ჩანდა მოლოდინები, რომ ინფიცირების რიცხვი ზამთარში მოიმატებდა. ხოლო როცა პროგნოზი გამართლდა და გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და შესაბამისად საავადმყოფოებში მიმართვიანობა, მთავრობამ ყველაზე მარტივი გზა აირჩია და შეზღუდვების მეორე ეტაპი დაიწყო, ბიზნეს საქმიანობები შეზღუდა და შესაბამისად გაჩერებული ეკონომიკის სექტორების შედეგად ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით შემცირდა, ხოლო დეკემბერში -7,9%.


      შეზღუდვებისა და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში 2020 წელს მშპ საშუალოდ 6,1%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის იანვარში 11,5%-იანი კლება დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, გასული წლის იანვარში გვქონდა 5,1%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო, ხოლო ამ ფონზე როცა ვადარებთ მიმდინარე წლის იანვარს გასული წლის შესაბამის პერიოდს, 11,5%-იანი ეკონომიკური კლება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებს.


       ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე მიანიშნებს არამხოლოდ მშპ-ის კლება, არამედ ამ პერიოდში შემცირებული საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაზრდილი ფასები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაზრდილი უმუშევრობის დონე. ცხადია, როცა ეკონომიკა მცირდება, როცა ქვეყანა ნაკლებ პროდუქტს ქმნის ამ პროდუქტის შესაქმნელად ნაკლები დასაქმებული სჭირდება (იზრდება უმუშევრობის დონე), ნაკლები წარმოებული პროდუქტი ნიშნავს, რომ ექსპორტზეც ნაკლები პროდუქტი გაგვაქვს და შემცირებული წარმოებისა და შემცირებული შემოსავლების ფონზე იმპორტზეც მცირდება მოთხოვნა. ეს ყველაფერი კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კლებასაც განაპირობებს, ასევე პანდემიის შედეგად გაჩერებული ტურიზმშიც თითქმის განულებულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც ჯაჭვურად ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნაკლები უცხოური ვალუტა შემოდის და უარყოფითად აისახება ლარის კურსზეც.



       ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჩანს, რადგან ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს არადაკვირვებადი ეკონომიკა შეადგენს, სადაც ძირითადად თვითდასაქმებულთა კატეგორიაა წარმოდგენილი, რომელთა სოციალური მდგომარეობა არც პანდემიამდე იყო სახარბიელო, ხოლო პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა, შედეგად ქვეყანაში უფრო მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკურ მაჩვენებლები ასახავს.


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up