MDF - ხელისუფლებამ 2018 წელსაც დააფინანსა მედიები, რომელებიც კრემლის პროპაგანდას ეწეოდნენ

MDF - ხელისუფლებამ 2018 წელსაც დააფინანსა მედიები, რომელებიც კრემლის პროპაგანდას ეწეოდნენ

access_time2019-10-08 18:00:10

მედიის განვითარების კვლევის მიხედვით, ხელისუფლებამ 2018 წელსაც დააფინანსა ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენასა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და კრემლის პროპაგანდით იყვნენ დაკავებულები. ანგარიში დღეს, 8 ნოქტომბერს გამოქვეყბდა.


"აღნიშნული მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო ხელშეკრულებებს ადრეც იღებდა. მას შემდეგ რაც, რასიზმისა და შეუწყ­ნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, კომისიამ სახელმწიფოს რეკომენდაცია მისცა გადაეხედა იმ მედია საშუალებებთან არსებული კონტრაქტებისთვის, ვინც რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენა­ში იყო შემჩნეული, გარკვეულ მედიებთან, მათ შორის ტვ ობიექტივი, გაზეთი ალია, ასეთმა თანამშრომლობამ იკლო, თუმცა როგორც 2018 წლის მონაცემები აჩვენებს, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა სხვა მედიებს არ შეხებია და ECRI-ის შესაბამისი რეკომენდაცია18 შესრულებული არ არის", — ვკითხულობთ კვლევაში.


კვლევის მიხედვით, 2018 წელს შვიდი ასეთი მედიასაშუალება გამოიკვეთა. მათ შორის ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გაზეთ საქართველოს რესპუბლიკასთან (129 710) და ონლაინგამოცემა Newspress.ge, nsp-სთან (36 173) გაფორმდა.



მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სიძულვილის ენისა და ანტიდასავლურ განწყობების მედიებს აფინანსებდნენ: გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ


on.ge





„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისები შეამცირა

„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისები შეამცირა
access_time2020-02-27 16:18:26
ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება პარასკევ დღეს. რაც შეეხება რომს, 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათის რეისი დარჩება.ბოლონიაში 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან ასევე მხოლოდ ერთი...

„Wizz Air“-მა ბუდაპეშტიდან იტალიის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა

„Wizz Air“-მა ბუდაპეშტიდან იტალიის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა
access_time2020-02-27 15:15:05
უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია Wizz Air-ი 10 მარტიდან 4 აპრილამდე იტალიიდან ფრენებს აუქმებს. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. საიტზე ნათქვამია, რომ რომში, ბოლონიაში, ნეაპოლში, ბარსა და მილანში ამ პერიოდში ფრენები არ არის და არც ჯავშნების განხორციელებაა შესაძლებელი. Wizz Air-ის თანახმად დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. Hungarytoday.com მარიამ მორგოშია

სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-02-27 14:45:42
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განუცხადა. ადვოკატის თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას​ მოითხოვენ. მისივე თქმით, საქმის განხილვის დასრულებამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით მშენებლობა შეჩერდება. ადვოკატმა სასამართლოს განჩინება თბილისის მერიაში...

„მზად ვართ საკვებ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“ - სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან

„მზად ვართ საკვებ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“ - სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან
access_time2020-02-27 15:45:57
გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტებში პროდუქტების მომარაგება დაიწყო. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს მომხმარებლები. გთავაზობთ...

თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა

თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა
access_time2020-02-27 14:00:54
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.საზოგადოებას პედიატრი თემურ მიქელაძე „კომერსანტის“ საშუალებით კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციას აძლევს.   „პირველი არ აყვეთ პანიკას. ერთ პაციენტთან დადასტურებული ვირუსი და ისიც მსუბუქი ფორმაში არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. მსოფლიო მასტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს ერთეული შემთხვევა და ისიც იოლ ფორმებში.  80%-ის შემთხვევაში დაავადება...


მსგავსი სიახლეები

up