MDF: ქართულ მედიაში, ანტიტდასავლური გზავნილები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაორმაგდა

MDF: ქართულ მედიაში, ანტიტდასავლური გზავნილები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაორმაგდა

access_time2020-07-25 15:30:40

ქართულ მედიაში ანტიდასავლური ტრენდი მატულობს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გაორმაგებულია - ამის შესახებ, მედიის განვითარების ფონდის ანგარიშშია საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის, ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეხუთე ყოველწლიური ანგარიში 2019 წლის მედია მონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ასახავს და 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიამერიკული და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო გზავნილები, რაც უსაფრთხოების საკითხებზე, ამერიკის მხრიდან საქართველოს უპირობო მხარდაჭერას, მათ შორის ალიანსში ინტეგრირების მხრივ თანმიმდევრულ მხარდაჭერას უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, „ნატოს წინააღმდეგ გზავნილების ზრდა პრორუსული პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ნეიტრალიტეტის შესახებ გააქტიურებულ კამპანიასაც უკავშირდება.“

 

კვლევა, ამერიკასთან მიმართებით, ორ ახალ აქტუალურ გზავნილს გამოჰყოფს:

  1. მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ხასიათის არ არის და მას ამერიკისთვის სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება აქვს
  2. საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე შეფასებები საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს უკავშირდებოდა, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, რამაც პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ანგარიშში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებეზე საუბრობს - „საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე შეფასებები შედარებით მცირე იყო და საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს უკავშირდებოდა, რომელმაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ასეთი შესაძლებლობა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, რამაც პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.“ - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანტიდასავლური გზავნილების წყაროები


კვლევის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო მედია იყო, რომელსაც პარტიები და პოლიტიკოსები მოსდევენ. პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური კომენტარები 2018 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, რაც ძირითადად „პატრიოტთა ალიანსის“ ნატოს და აშშ-ს საწინააღმდეგო კამპანიებს უკავშირდებოდა. საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანტიდასავლური კომენტარები თითქმის წინა წლის იდენტური იყო, ხოლო სასულიერო პირების მხრიდან მედიით გაკეთებული ანტიდასავლური კომენტარები – შედარებით მცირე.

მედიის

მედიის განვითარების ფონდი

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მედიამონიტორინგის შედეგად 23 საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლებიც წინა წლების მსგავსად, ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩეოდნენ. მათგან ახალია „საქართველოს განვითარების ლაბორატორია“, პრიმაკოვის სახელობის „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“.

ანგარიშის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ანტიდასავლური კომენტარების გაჟღერებით, თადარიგში მყოფი გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე და ექსპერტი მამუკა არეშიძე ლიდერობენ.

 

ამერიკის ხმა

თეგები:
MDF



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up