მცხეთის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

მცხეთის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

access_time2020-08-06 18:40:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.



„მოქალაქეს სახერხი საამქრო, ორი ლენტური და ოთხი ცირკული სახერხი დანადგარით, სოფელ წილკანის მიმდებარედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მერქნული მასალა, დაახლოებით 402 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 78 ერთეული მორი.




ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია ორი ჭაბურღილი, რომელთა შესაბამისი ლიცენზიები მოქალაქემ ვერ წარმოადგინა. მან ასევე ვერ წარმოადგინა მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ტექნიკური რეგლამენტები.



ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა
access_time2020-09-20 13:00:45
ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც. ოქტომბრიდან სიმინდის მოსავლის აღებაც დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ნათესი ფართობების მატების გამო გაზრდილია მოსავლის რაოდენობა. სახელმწიფო პროგრამების ჩართულობით დაიხვეწა ცოდნა და მოსავლის მოვლის კულტურა. წელს მარცვლოვანი კულტურების შესანახად 84 000 კვ.მეტრზე სასაწყობო ფართობი აშენდა. „სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ ყველა მნიშვნელოვანი...

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს
access_time2020-09-20 14:50:37
საავტომობილო ინდუსტრიის საუკეთესო გარანტია იმედს იძლევა, რომ მომხმარებლები Mitsubishi-ს სადილეროებში მეტს იაქტიურებენ. Mitsubishi ავსტრალიისთვის 10-წლიანი ქარხნული გარანტიის წარსადგენად ემზადება. ეს შეთავაზება გარანტიის ამჟამინდელ ხანგრძლივობას ორჯერ გაზრდის. ახალმა ინიციატივამ ბრენდი, გაყიდვის შემდგომი სერვისების თვალსაზრისით, ინდუსტრიის მაღალ საფეხურზე უნდა ასწიოს. ახალი გარანტია 200 000 კილომეტრამდეა შეზღუდული და 10 წლის პერიოდს ითვალისწინებს. მიმდინარე შეზღუდვა კი 100 000...


მსგავსი სიახლეები

up