მცხეთის გენგმაზე მუშაობის დასრულება 2020 წლის ზაფხულისთვის გადაიდო

მცხეთის გენგმაზე მუშაობის დასრულება 2020 წლის ზაფხულისთვის გადაიდო

access_time2020-02-12 11:30:43

მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა 6  წლის წინ დაიწყო. გეგმის მიხედვით მცხეთაში მშენებლობის სტანდარტები ისე უნდა განსაზღვრულიყო, რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ქალაქის ამოღების საფრთხე გამქრალიყო. ბოლო ინფორმაციით,ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა  2019 წელს უნდა  დასრულებულიყო. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, დოკუმენტზე მუშაობის დასრულება და მისი კანონად ქცევა  2020 წლის  ივნისისთვის გადაიდო.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანია „აქოლისთან“  ხელშეკრულება 2019  წელს გააფორმა. კომპანიას მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციაზე მუშაობა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა. რატომ ვერ დაასრულა „კომპანია „აქოლისმა“ დოკუმენტზე მუშაობა და რა გახდა სამუშაოების გადადების მიზეზი, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ თავად კომპანიაში სცადა, თუმცა, უშედეგოდ. 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების შეფერხება განპირობებულია რამდენიმე გარემოებით. მათ შორის, დასაგეგმარებელი ტერიტორიის კომპლექსურობა, რომლის ანალოგი საქართველოს პრაქტიკაში არ გაგვაჩნია. კერძოდ, მცხეთისა და იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი სამი ძეგლის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.


„არ არსებობდა ანალოგიური დოკუმენტაციის შემუშავების თანამედროვე მეთოდოლოგია და მეთოდიკა, ყოველივე ეს სამუშაო პროცესში ზუსტდება და იხვეწება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხრა თვეზე გათვლილი სამუშაოების მოცულობა რეალურად უფრო მასშტაბური და კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე დაიგეგმა. განხილვებისა და შეთანხმებების კოპლექსური პროცედურები . კერძოდ პირველ ეტაპზე შესრულებული მრავალდარგობრივი მოსამზადებელი კვლევები და მათ საფუძველზე შემუშავებული ხედვა და სტრატეგია.


მეორე ეტაპზე შემუშავებული კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული გეგმა და სკოპინგის დასკვნა. აღნიშნული დოკუმენტაციის ექსპერტიზამ, შეთანხმებებმა და მიღება-ჩაბარების პროცედურებმა მოითხოვა დამატებითი დრო.



საკითხის კომპლექსურობიდან გამოდინარე, უფრო მეტი დრო გახდა საჭირო დაინტერესებული უწყებებიდან და მხარეებიდან შენიშვნებისა და დასკვნების მისაღებად.შემუშავების პროცესში ჩართული არის იუნესკოს რეკომენდებული საერთაშორისო ექსპერტი.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველ ორგანოსთან ICOMOS-სთან მოლაპარაკებები კიდევ ერთი საერთაშორისო ექსპერტის ჩართვასთან დაკავშირებით. იგეგმება ვიზიტი საქართველოში ორივე ექსპერტის მონაწილეობით ადგილზე ტერიტორიული დაგეგმვის კონცეფციის განხილვის მიზნით.სამუშაო პროცესში წარმოდგენილი ვრცელი და შინაარსობრივად ტევადი მრავალდისციპლინარული დოკუმენტაცია სრულად გაანალიზდა პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს წევრების, მოწვეული კონსულტანტებისა და ექსპერტების მიერ, გაიმართა არაერთი სხდომა და სამუშაო შეხვედრა.


სხვა თემებთან ერთად, კონცეფციაში საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი მცხეთის ტურისტული განვითარების საკითხი. ე.წ. „დიდი მცხეთის“ ფარგლებში, მცხეთის ტურისტულ პერსპექტივასთან მიმართებით, დიდწილად გაზიარებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იდეა-მოსაზრებები, მათ შორის - ტურისტული მარშრუტების დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით.ყველა სირთულის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ გენგეგმაზე მუშაობა დასრულდება 2020 წლის ზაფხულში.“-ნათქვამია „კომერსანტისთვის“ გამოგზავნილ  წერილში.


თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი, კომპანია, „სითი ინსტიტუტი–საქართველოს“ დირექტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით,  მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის გადადება ეჭვს იწვევს, რადგან გეგმის გადადების რეალურ მიზეზზე არავინ საუბრობს.

 

„რამდენჯერმე დაიწყო გეგმაზე მუშაობა მაგრამ ვერ დასრულდა. სამინისტროს როლი, როგორც დამკვეთის, ჩემთვის გაუგებარია. აუცილებელია საჯარო და ღია ინფორმაცია თუ რა გახდა მცხეთის გენგეგმის გადადების რეალური მიზეზი. როდესაც არ საუბრობენ ამ თემაზე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაღაც რიგზე არ არის და ცდილობენ საზოგადოების, ასევე მედიის მოტყუებას.“-ამბობს მამუკა სალუქვაძე.


 შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად ამხანაგობა „აქოლისი“ დაასაახელა. 


„აქოლისი“ მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს, ააიპ „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი“, შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“, შპს ,,თავისუფალი არქიტექტორები“, შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“, ააიპ ,,ინჟინრული აზრი“, შპს ,,ეს თი ეს“, შპს ,,პროექტ სერვისი“ და შპს ,,ჯ.თ.გ სტუდია“.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up