მცხეთის განვითარების კონცეფცია

მცხეთის განვითარების კონცეფცია

access_time2021-04-09 19:40:10

ამხანაგობა “აქოლისმა” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ახლა საპროექტო მომსახურების მეორე ეტაპზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია გენერალური გეგმის კონცეფცია , ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, სკოპინგის ანუ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში და დარგობრივი ტექსტური და გრაფიკული დანართები.


“აქოლისი” ითვალისწინებს მცხეთის, როგორც საქართველოს ძველი დედაქალაქის ისტორიულ , არქეოლოგიურ, კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და მის დღევანდელობაში, მის ადგილს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სისტემაში და შექმნის ყველა პირობას, რათა შენარჩუნდეს ის უნიკალური გარემო, რომელიც მის ისტრიულ კულტურულ , რელიგიურ, მემორიალურ ესთეტიკურ, მეცნიერულ ღირებულებებს განაპირობებს.

 
ამხანაგობა “აქოლისმა” მცხეთის გენგეგმის კონცეფცია მდია ტურის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებს გააცნო.


მედია ტური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი მცხეთის გაცნობას ითვალისწინებდა. “აქოლისთან” ერთად ტურს “აქოლისის” არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე უძღვებოდა.

ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ მცხეთის შეცნობის დრტამატურგია არა მცხეთის ჯვრიდან, არამედ კარსნიდან უნდა დაიწყოს. მისივე განცხადებით მცხეთა ტურიზმის გარეშე ვერ მოიაზრება.


“ჩვენ შემოგვაქვს ტურიზმის ე.წ. გამრავალფეროვნების თემა, ეს არის ტერიტორიული გამრავალფეროვნება , ერთ-ერთი ასეთი უცნობი ადგილი არის კარსნი, მინდა რომ მცხეთა ადამიანებმა კარსნიდან დაინახონ, ანუ მცხეთის შეცნობის დრამატურგია, ჩვენი აზრით უნდა დაიწყოს არა მცხეთის ჯვრიდან, არამედ კარსნიდან.


ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, გაიშალოს ტურუსტული ნაკადები , რაც საბოლოოდ მცხეთელებს, ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს.


ძალიან ხშირად ჩვენი მისამართით გვესმის ბრალეულობა, რომ ჩვენ ვავითარებთ მცხეთის პერიფერიებს და ცენტრზე არ ვზრუნავთ. სწორედ ნაარაგვალში, სადაც ადრე არაგვის ჭალა იყო, ცენტრალური ხელისუფლებისთვის ძალიან საინტერესო ობიექტის შეთავაზება გვინდა, ეს გახლავთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ ვამაყობთ იმ 4 ძეგლით, რომელიც შესულია იუნესკოს მსფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში, ამის გარდა 40-ზე მეტი ადგილობრივი და ნაციონალური მნიშვნელობის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი გაგვაჩნია, რომელთა წარმოჩენა შესაძლებელია ნაარაგვალში.


ერთ-ერთი საინტერესო თემაა წყლის ფასადი, ვინაიდან მცხეთაში ვითარდება საწყლოსნო ტურიზმიც, ტურისტული კატარღებით, ეს რესურსი გააჩნია მცხეთას რომელიც მოსავლელია.”  აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ შეხვედრზე.

მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოინახულეს ქალაქ მცხეთის კარსნის ღვთისმშობლის ტაძარი, ქალაქ მცხთის ჯვრის მამათა მონასტერი.

ტურის დროს სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად ყურადღება გამახვილდა მეორე მსოფლი ომამდე მოდერნისტულ სტილში აშენებულ შენობაზე, რომელიც ძველად გეო-ფიზიკური ობსერვატორია იყომ შემდეგ რამდენჯერმე სხვადასხვა მფლობელს გადაეცა და ამეტაპზე უფუნქციოდ არის დარჩენილი და განადგურების პირასაა.



“შენობა რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე აშენდა, მოდერნისტული  შენობაა და ის გეო ფიზიკურ ობსერვატროიას წარმოადგენდა, რომელმაც თბილისის გეოფიზიკური ობერვატორიიდან გადმოინაცვლა,რისი მიზეზიც თბილისში ტრამვაის გავლა გახდა, რადგან ელექტრო მუხტი ობსერვატორიის საქმიანობას ხელს უშლიდა, მოგვიანებით შენობა ტუბერკულიოზით დაავადაბულთა საავადმყოფოდ გადაკეთდა, შემდეგ არქეოლოგებს გადაეცა და ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია.


ეს შეიძლება, რომ დიდი მცხეთის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტი გახდეს.
კონცეფციის მიხედვით ვფიქრობთ რომ აქ შეიძლება გაკეთდეს ფოკის მონასტრის ანალოგი. ასეთ სურვილია,რომ საზაფხულო სკოლის ფარგლებში საპატრიარქოსთან შეთანხმებით აქ გაიმართოს ფრესკების რესტავრაციის,ხატწერის, ფრესკების მოზაიკის, ქარგვის და სხვათა შესწავლა, ეს მცხეთას ძალიან გაამდიდრებს და იქნება ერთგვარი ხიდი საზოგადოებასა და ეკლესიას შორის”  აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ.


მისივე განმარტებით კარსნი მნიშვნელოვანი ადგილია, შეიძლება ტურისტული გადასახედის მოწყობაც, რადგან სწორედ ამ ადგილიდან ჩანს იუნესკოს ნუსხაში შესული სამივე ისტორიული ძეგლი.

ქ. მცხეთის გენგეგმის კონცეფციაში ასახული იდეები და გადაწყვეტილებები , რომელიც ქ. მცხეთის განვითარების ქალაქ მაფორმირებელის როლის განსაზღვრას გულისხმობს არ არის საბოლოო და დასაზუსტებელია დაპროექტების მომდევნო ეტაპებზე, მათ შორის გენერალური გეგმის მომზადების სტადიაზე.


ამხანაგობა “აქოლისი” მულტი დისციპლინალური ჯგუფია,  რომელიც დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ორგანიზაციასადა 3 ქვე კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის , ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქ მშენებლობით კადასტრის მომზადებას გულისხმობს.


ამახანაგობა “აქოლისი” 12 აპრილს მცხეთის მოსახლეობასთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პროფესიულ წრეებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ამ ეტაპზე 12 ასეთი შეხვედრა ჩაატარა.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up