მცხეთაში სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ გაიხსნა

მცხეთაში სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ გაიხსნა

person access_time2016-06-15 10:09:58

მცხეთაში სასტუმრო ჯინო ჰოლდინგის ახალი სასტუმრო გაიხსნა. 

 

სასტუმროში, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, ორმოცამდე ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს გახსნის ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. 

 

მცხეთაში ასევე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი Ⴐჩოჩა ზეიკიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები.



სასტუმრო  „ჯინო ველნეს მცხეთა“ ევროპული ბრენდის, ჯინო ჰოლდინგის პროექტია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა წარმოდგენილი. სასტუმროში განთავსებულია 46 საწოლიანი 22 სასტუმრო ოთახი, საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე, პანორამული ლიფტი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ველნეს-სპა განყოფილება, ღია აუზი, ეზო-ბაღი „ოაზისი;, ტერასა ჯაკუზი 70-80 კაცზე და ა.შ. სასტუმროს ასაშენებლად 1 473 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.


„ჯინო ჰოლდინგისთვის“ ეს არის უკვე მეოთხე ობიექტი. ძალიან წარმატებული პროექტია. მე მინდა მივულოცო მცხეთელებს, მივულოცო ყველა ჩვენს სტუმარს კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ლამაზი სასტუმროს შემატება. აქ არის ველნესის ნაწილიც - სასტუმროში შესაძლებელია დასვენებაც და განსაკუთრებული გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღებაც. მინდა მთელი გულით მივულოცო დამფუძნებლებს და მენეჯმენტს წარმატება. მხოლოდ


თავდაუღალავი შრომით არის შესაძლებელი ის, რომ ჩვენ  საბოლოო ჯამში მივიღოთ ხოლმე ისეთი პროდუქტი, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


„ჯინო ველნეს მცხეთას“; ინვესტორის, ბიზნესმენ ნოდარ გიორგაძის განცხადებით, კომპანია საქართველოში მომავალშიც ასევე აქტიურად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. კომპანიის საინვესტიციო პორტფოლიოში უკვე არის რამდენიმე პროექტი, მათ შორის - ბაკურიანის დასასვენებელი გასართობი ცენტრის მშენებლობა, საქართველოს კემპინგების ქსელის მშენებლობა და განვითარება და თბილისის ზღვაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე ეკოქალაქის მშენებლობა.

 




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up