მცხეთა–ლარსის გზამ ჟინვალჰესთან შესაძლოა, მიმართულება შეიცვალოს – "დეტალები ერთ წელში გახდება ცნობილი"

მცხეთა–ლარსის გზამ ჟინვალჰესთან შესაძლოა, მიმართულება შეიცვალოს – "დეტალები ერთ წელში გახდება ცნობილი"

person access_time2017-05-05 17:00:37

მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზამ ჟინვალის წყალსაცავთან შესაძლოა, მიმართულება შეიცვალოს. კვლევით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს. გზა ამჟამად მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს გადის, თუმცა მეწყრული ადგილების, სახიფათო მოსახვევებისა და სხვა ფაქტორების გამო, შესაძლოა, არაგვის მარცხენა მხარეს გადავიდეს. 

 

 

როგორც „კომერსანტს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, ალტერნატიული გზის არჩევა მხოლოდ არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის უნდა მოხდეს. რაც შეეხება კვლევის შედეგებს, სეთურიძის თქმით, ის დაახლოებით ერთ წელში დასრულდება.

 

 


„ეს ყველაფერი ამჟამად შესწავლის პროცესშია. არაგვის მარჯვენა მხარე ძალიან რთული მონაკვეთია, სადაც ხდება ქვების ცვენა და მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაა. კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან განიხილება ალტერნატიული მონაკვეთი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უკეთესი იქნება. ჩვენ აუცილებლად ყველა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ და საუკეთესო ამოვარჩიოთ. ალტერნატიული გზის არჩევა კი მხოლოდ არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის უნდა მოხდეს." - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

 

 

რაც შეეხება გზის მშენებლობის თანხებს, გიორგი სეთურიძის განცხადებით, "ინვესტიციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეს კვლევის შედეგმა უნდა გვიჩვენოს. კვლევის პროცესი კი დაახლოებით, ერთ წელში დასრულდება. შემდგომ უკვე ქვეშეთი-კობის გვირაბის დეტალური დიზაინი გვექნება, ასვე მოხდება ჟინვალი-ლარსის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციისათვის საჭირო ანალიზი. ამის შემდგომ სახელმწიფო შეიძენს პროექტს და დაიწყება მშენებლობა", – განუცხადა "კომერსანტს" სეთურიძემ.

 

 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა (საქართველოს სამხედრო გზა), რომელიც ჯვრის უღელტეხილით (ზღვის დონიდან 2395 მ) კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის და თბილისს ვლადიკავკაზთან აკავშირებს, 1899 წელს გაიხსნა. გზის სიგრძე 206 კილომეტრია.

 



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up