მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

access_time2020-01-25 15:15:22

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. შალვა კერესელიძემ დეტალურად განიხილა რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ისაუბრა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში შესრულებულ სამუშაოებზე. პრეზენტაციის ფარგლებში, მხარის რწმუნებულმა, რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართულ უწყებებს, მათ თანამშრომლებს, მედიცინის, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.

 

2019 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით 775 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებზე ჯამურად 257 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დაიგო დაახლოებით 182 კმ სიგრძის ასფალტის საფარი. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 20 შენობას. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 38 მსხვილი პროექტი განხორციელდა. მცხეთაში მცხოვრები 120 დევნილი ოჯახისთვის 2 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები სოფელ მუხრანსა და ქალაქ დუშეთში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 520-ზე მეტ სოფელში დაფინანსდა.

 

2019 წელს, მცხეთა-მთიანეთში გაუმჯობესდა საგანმანათლებლო, კულტურის, დასასვენებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურაც. აშენდა გოდერძი ჩოხელის მუზეუმი სოფელ ჩოხში და მოეწყო დავით გურამიშვილის სახელობის პარკი სოფელ საგურამოში. კეთილმოეწყო ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია. დაიწყო ისტორიული უბნების ურბანული განახლება ქალაქ დუშეთში და ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია დაბა სტეფანწმინდაში. აქტიურად განხორციელდა დაბა თიანეთის კულტურის სახლისა და ქალაქ მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები. რეაბილიტირდა დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლა-პანსიონები. აშენდა და გარემონტდა საბავშვო ბაღები და საჯარო სკოლები. მოეწყო 20-მდე პარკი და მინი სტადიონი.

 

მაღალმთიანი დასახლებების გასაძლიერებლად, გასულ წელს, რეგიონში მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა. დაიწყო სათემო ინტერნეტიზაცია, რომლის ფარგლებში ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება. აშენდა მცირე ჰესები სოფელ ახიელსა და სოფელ შატილში. უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მუდმივად მცხოვრებ 73 ოჯახს თანამედროვე მზის პანელები გადაეცა. აშენდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ შუაფხოში. გაუმჯობესდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

 

სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებისა და ჯანდაცვის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, მცხეთა-მთიანეთში 40 სახელმწიფო პროგრამა და პროექტი განხორციელდა.  რეგიონის მცხოვრებლებმა წლის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური სერვისითა და საშეღავათო პაკეტით ისარგებლეს. ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან მოსახლეობის მხარდასაჭერად 9 მილიონამდე ლარი გამოიყო.

 


მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა.

 

შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიებას დასწრებოდნენ და მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up