მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის ფერმერებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის ფერმერებს შეხვდა

access_time2019-07-05 13:21:54


მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს შეხვდა.


მხარის რწმუნებულმა მოინახულა წყლისა და ლიმონათის მშენებარე საწარმო სოფელ პატარა ქანდაში, 80 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული კაკლის ბაღები სოფელ მუხრანში, სასათბურე, საკალმახე, საფუტკრე და სასაქონლე მეურნეობები დაბა თიანეთში, სოფელ ბაზალეთში და სოფელ მჭადიჯვარში. კერძო მეწარმეების ნაწილმა ფერმერული მეურნეობები სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით - პროგრამების „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აგროსესხი“ „აწარმოე საქართველოში“ და „USAID” ფარგლებში გააფართოვა.



შალვა კერესელიძე, დაბა თიანეთში, ასევე ესტუმრა რძის პროდუქტების მწარმოებელ კოოპერატივს - „ყვარის მთა“ და ხილის გადამამუშავებელ კოოპერატივს - „თიანეთის ნობათი“ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ორივე საწარმოში, ჯამში, 32 მეპაიეა გაერთიანებული.


„მისასალმებელია ჩვენი ფერმერების ძალისხმევა აწარმოონ საკუთარი მეურნეობები. მათი საქმიანობის წარმატება ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს რეგიონში, შემოსავლების ზრდას და სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო გაძლიერებას. სახელმწიფო, თავის მხრივ, აქტიურად მუშაობს, რათა მოქალაქეებს ფერმერული მეურნეობის განვითარებაში ხელი შეუწყოს“- აღნიშნა შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრისას.






შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up