მცურავი კურსი არის მხოლოდ ტერმინი და ამის უკან არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა დგას

მცურავი კურსი არის მხოლოდ ტერმინი და ამის უკან არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა დგას

access_time2020-09-25 13:20:38

ინტერვენცია რომ არ განახორციელოს ეროვნულმა ბანკმა, გაცილებით უარესი შედეგი იქნება.  ბოლო 8 წლის მანძილზე ჩვენი ლარი 100 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო სომხური დრამი მაქსიმუმ 20 პროცენტით -  როგორ მოახერხა სომხეთმა ეს და რატომ ვერ ვინარჩუნებთ ჩვენ? საკითხავი ეს არის.. - ბიზნესმენი და მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის ამ ტემპით ვარდნა პროდუქციაზე ფასების მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს. ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მრავალჯერადი ინტერვენციის მიუხედავად ეროვნული ვალუტა რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. რა მოლოდინებია ბიზნესში და რა გავლენას ახდენს იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკაზე ასეთი მკვეთრი გაუფასურება, ამ კითხვებით „კომერსანტი“ რამდენიმე ბიზნესმენს გაესაუბრა:


„ქვეყანა და ჩვენი ხალხი ისეთ მდგომარეობაშია, რომ რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ქვეყნისა და საზოგადოების ნაწილი, მაგრამ პირველ რიგში ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ იმიტომ, რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა გამოიწვევს მთელ რიგ პირვლად პროდუქციაზე ფასების ზრდას და ეს არის მთავარი პრობლემა ჩემი აზრით. რა თქმა უნდა ბიზნესსაც აქვს პრობლემა, მაგრამ პირველ რიგში ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ.“ - განმარტავს კახა ოქრიაშვილი.


რა თქმა უნდა მორიგი გაუფასურება კიდევ უფრო მეტად ართულებს ისედაც რთულ სიტუაციას პანდემიის  ფონზერომ გითხრათ ეს მოულოდნელი იყო - არაეს  ის  პოლიტიკური შედეგია, რომელსაც წლების მანძილზე ატარებს როგორც  ეროვნული ბანკი, ისე მთავრობა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა განუცხადა.



ლარის კურსის მერყეობა ბიზნესის უმეტესობისთვის და მოსახლეობისთვის ნიშნავს გაზრდილ ფასებს , დაუშვილის თქმით, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის ეს დროთა განმავლობაშ მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.


  „.. მცურავი კურსი არის მხოლოდ და მხოლოდ  ტერმინი და  ამის უკან  დგას  მუდმივად  ფულადი მასის მატება, არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი და .. ეკონომიკის  სტიმულირების მექანიზმებირაც  საბოლოო ჯამში იწვევს ლარის გაუფასურებას. ლარის გაუფასურება პირდაპირ დაკავშირებულია ფასების ზრდასთანფასების  ზრდა დაკავშირებულია მოთხოვნის  შემცირებასთან. ჩვენ  იმპორტის  ქვეყანა  ვართეკონომიკის 75% -70%  შეადგენს იმპორტს და იმპორტთან დაკავშირებულ წარმოებებსბუნებრივია, ეს მომენტალურდ  აისახება პროდუქტის და მათ  შორის მომსახურეობის ფასზეასე რომ, ვფიქრობ, ეს  ძალიან  ცუდი  პრაქტიკაა  რომელიც, ძალიან მალე  უნდა დასრულდესწინააღმდეგ  შემთხვევაში უბრალოდ  ცუდ  შედეგებს  მივიღებთ, მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება , ეკონომიკური  აქტივობა კიდევ უფრო  შემცირდება,“ - განმარტავს თმაზ დაუშვილი.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up