„მცირე ზომის მარნებსა და საშუალო ზომის ღვინის კომპანიებს შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეთ“ - მეღვინეები „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ახალ ინიციატივას აფასებენ

„მცირე ზომის მარნებსა და საშუალო ზომის ღვინის კომპანიებს შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეთ“ - მეღვინეები „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ახალ ინიციატივას აფასებენ

access_time2020-01-10 10:00:32

„2020 წლიდან საექსპორტო ღვინოების ინსპექტირებაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან“, -ამის შესახებ „კომერსანტს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განუცხადა. საერთაშორისო ორგანიზაციების შესარჩევი ტენდერის ჩატარება უახლოეს პერიოდში იგეგმება, თუმცა კონკრეტული დეტალების გავრცელებისგან „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ამ ეტაპზე  თავს იკავებს.


Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ საექსპორტო ღვინოების ინსპექტირებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, მცირე და საშუალო ზომის ღვინის კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი არ გააჩნიათ, პრობლემებს შეუქმნის.


„ეს საკითხი ალბათ ადრეულ ფაზაშია, რადგან ინფორმაცია ჯერ ჩვენამდე არ მოსულა. საერთაშორისო კომპანიების მიერ შემოწმება, კონკრეტულად დეგუსტაციების დროს ანუ გაგზავნამდე არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, კომპანიების ინსპექტირება საწარმოებში მოხდება, რომ ნახონ რამდენად იცავს კომპანია ყველა მაღალ სტანდარტს წარმოების პროცესში, ამიტომ უფრო კომპლექსური საკითხი მგონია. თუმცა, აქ მთავარია არა საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა და შემოწმება, არამედ ის, რომ კომპანიებმა ღვინო საერთაშორისო სტანდარტებით აწარმოონ. თუ ეს კომპლექსური საკითხი იქნება, ვფიქრობ, მცირე და საშუალო დონის ღვინის კომპანიებს პრობლემა შეექმნებათ, რადგან მათ არ აქვთ მსხვილი კომპანიების მსგავსად საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც წარმოების ყველა პროცესში კონკრეტული სტანდარტების არსებობას გულისხმობს. მცირე კომპანიებს ეს ფუფუნება არ აქვთ, რადგან ამის მისაღებად რთული პროცესია გასავლელი, ამიტომ ვფიქრობ, მცირე ზომის მარნებსა და საშუალო ზომის ღვინის კომპანიებს შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეთ“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.


„თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი თვლის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის ნაცვლად, სასურველია ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს ისეთი ბიუროს მოძიება, რომელიც ინსპექტირებას მოახდენს.



„მართალია არგუმენტაცია არ ვიცი თუ რას ფიქრობს „ღვინის ეროვნულ სააგენტო“, მაგრამ ნუთუ ასე დავიღუპეთ, რომ საქართველოში ვერავინ ვნახეთ ისეთი, ვისაც ამ საქმეს ვანდობთ? მიკვირს, რომ საქართველოში ვერ მოიძებნა ან ვერ შეიქმნა ისეთი საერთაშორისო დონის ბიურო, რომელსაც ყველა ენდობოდა - ცოტა გაურკვეველია ეს ჩემთვის. სადღაც ვიღაცას ფული გადავუხადოთ, მაგას არ ჯობია ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენს თავს, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე მაინც, რომ ღვინის ხარისხის კონტროლი შევამოწმოთ“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.


„თბილღვინოს“ პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა ლომაშვილი მიესალმება საექსპორტო ღვინის ინსპექტირებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის იდეას და თვლის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასატანი ღვინის შემოწმება გასამკაცრებელია.


„მივესალმებით ასეთ ფაქტს, თუ ეს გულისხმობს იმას, რომ უფრო ხშირად შემოწმდება საექსპორტო პროდუქცია და მოხდება გასატანი ღვინის კონტროლის გამკაცრება. ადრე იყო საუბარი, რომ გაიგზავნება საერთაშორისო ლაბორატორიაში და იქ მოხდება შემოწმება. ასევე კარგია ექსპორტზე გასვლამდე თუ მოხდება ყველა მანქანის კონტროლი, მთავარია ეს დროში არ გაჭიანურდეს, ამიტომ თუ აქ ლოკალურად გავძლიერდებით და აქ მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკონტროლება - ეს დადებითი ფაქტი იქნება. ქართული ღვინის რეპუტაციის ასამაღლებლად ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ზოგიერთ კომპანიას ასეთ შემთხვევაში პრობლემები შეექმნას, მაგრამ მარტივი პრინციპია - ძლიერები გადარჩებიან“, -  აცხადებს ლაშა ლომაშვილი.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up