„მცირე მთავრობა“ კი არ შემცირდა, გაიზარდა - დარგის სპეციალისტები „ქამრების შემოჭერის“ ერთი წლის შედეგებს აფასებენ

„მცირე მთავრობა“ კი არ შემცირდა, გაიზარდა - დარგის სპეციალისტები „ქამრების შემოჭერის“ ერთი წლის შედეგებს აფასებენ

access_time2019-07-09 09:00:50

„ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა” - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაახლოებით ერთი წლის წინ (2018.06.17) გააკეთა.


მისივე თქმით „მცირე მთავრობა არ ნიშნავს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, არამედ ეს გულისხმობს ეკონომიკაში ხარჯის წილის შემცირებასაც:


„ესაა კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მთავრობის ხარჯს მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯი ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3%. „მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს მშპ-ს 3,9 %...,- აცხადებდა მამუკა ბახტაძე.


როგორც ხედავთ, თავის დროზე „ქამრების შემოჭერის“ მთავარი მიზანი ბიუროკრატიის შემცირება გახლდათ. შედეგად დაზოგილი თანხით, ანუ 100-120 მილიონი ლარი სოციალურ პროგრამებზე უნდა დახარჯულიყო.


რა ხდება ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ? – „კომერსანტი“ მამუკა ბახტაძის ამბიციური დაპირების გადამოწმებას შეეცადა.


„ბახტაძის „მცირე მთავრობა“ კი არ შემცირდა, გაიზარდა“  - ასე აფასებენ დარგის სპეციალისტები დღეს არსებულ ვითარებას. სანამ მათ შეფასებებს გაგაცნობთ, მანამდე ციფრებით გაჩვენებთ, როგორ და რატომ გაიზარდა სამთავრობო ხარჯები.



(წყარო: საქსტატი, შემოსავლების სამსახური)



ეს მაჩვენებლები, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათიას თქმით, ცალსახად მიუთითებს სამთავრობო ხარჯების ზრდის ტენდენციაზე. შესაბამისად, ერთი წლის წინ მამუკა ბახტაძის მიერ  გაცემულ დაპირებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანა ახლა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია:


„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ციფრები ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით (რის მიხედვითაც სამთავრობო ხარჯები იზომება) გაზრდილია და ეს ტენდენცია გრძელდება. აქვე განვმარტავ, რომ ე.წ. ზედა ჭერი 3.9 % სინამდვილეში გახლავთ შრომის ანაზღაურების წილი  მშპ-თან მიმართებაში და არა სახელმწიფო ხარჯი, ამიტომ ბახტაძის კონცეფცია არასწორია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ვხედავთ რომ სტატისტიკა შემცირების მაგივრად იზრდება, მათ შორის აბსოლუტურ მაჩვენებელთა მიმართებაშიც, რაც ძალიან ცუდია. ანუ, ბახტაძის მცირე მთავრობა კი არ შემცირდა, გაიზრდა“.


სამთავრობო ხარჯვითი ნაწილის ზრდის პარალელურად, ირაკლი მაკალათია სამომავლო პერსპექტივებსაც  უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა ციფრები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ამ პროცესების შეჩერების ერთადერთ ალტერნატივად კი ხელისუფლების მიერ ეკონომიკური აქტივების კერძო სექტორისთვის გადაცემაში ხედავს.


„გვაქვს ორი სექტორი - კერძო და სახელმწიფო. პირველი ქმნის დოვლათს და მეორე ამ დოვლათს ხარჯავს. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო, მით მეტი მიაქვს ბიზნესიდან, მით უფრო მეტი აკლდება ბიუჯეტს და ა.შ. ხარჯვითი სისტემის შემცირება ისეთი მარტივი არაა, როგორც დღეს ხელისუფლება აფასებს -  სამინისტროები გავაუქმეთ და ხალხიც სახლში გავუშვით... ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო მფლობელობაში ეკონომიკური აქტივები გათავისუფლდეს. გადაინაცვლოს კერძო სექტროში, რომლის წილიც ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს. ასე ვითარდება  მცირე მთავრობა, ჩვენთან კი არსებულის საპირისპირო ხდება“,- განმარტავს ირაკლი მაკალათია.


ირაკლი მაკალათიას პოზიციას იზიარებს ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. მისი თქმით, სამინისტროების შემცირება გამართლებული პროცესია და ასევე ლოგიკურად გაბერილი შტატების შემცირებაც, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი დაპაუზებულია  სამთავრობო ხარჯები არ შემცირებულა, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკას არაეფექტიანია და ბახტაძის დაპირებაც მხოლოდ დაპირებად დარჩა.


„ყველა განვითარებულ ქვეყანაში მთავრობის ზომა ეკონომიკასთან მიმართებაში 1.5-2 %-მდეა შემცირებული, ჩვენთან კი ციფრი გაცილებით მაღალია. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 10-ის მაგივრად 8 სამინისტრო გვექნება, თუ უფრო ნაკლები. როდესაც ხარჯვითი ნაწილი კვლავინდებურად მაღალია, ესე იგი ყველა მიმართულება არასწორად ვითარდება“.


რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების შემცირების ნაწილს, ხომიზურაშვილის განმარტებით,  რაოდენობრივი ცვლილება ხარისხზე არ აისახება.


„ვითომ შემცირდა სამინისტროები, მაგრამ არც ესაა მნიშვნელოვანი, როდესაც მათი უმრავლესობა არაეფექტიანად მუშაობს. უწყებებს ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია, პრობლებაა პროფესიონალი კადრების... როდესაც ეროვნული ბანკი მჭიდრო კონტაქტში უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროსთან, გვაქვს საპირისპირო რეალობა და ეს პირდაპირ აისახება არსებულ ვითარებაზეც. ცალკე საკითხია ეკონომიკური სტრატეგიული გეგმის არარსებობაც. ჯამში ეს გვაძლევს არაეფექტიანობას და როდესაც მთავრობა ამგვარად მუშაობს, იქ საქმე ცუდადაა“, - აღნიშნავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.


როგორც ერთი წლის სტატისტიკა აჩვენებს, ციფრებსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებში სამთავრობო ხარჯები არ შემცირებულა. ბახტაძის დაპირებიდან ჯერჯერობით სიმართლე აღმოჩნდა სამინისტროთა გაუქმებისა და შეერთების ნაწილი. კერძოდ, სახელმწიფო უწყებები 13-დან 10-მდე შემცირდა. შეგახსენებთ:


  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა.(ამ სამინისტროს ფუნქციები - დევნილთა განსახლების საკითხები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის საკითხები – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური პოლიტიკის საკითხები კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა);
  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო  განათლების სამინისტროს შეუერთდა;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდა;
  • სივრცითი განვითარების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა;
  • 2014 წელს შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ერთადერთი უპორტფელო სახელმწიფო მინისტრის დაქვემდებარებაში მოექცა. 


აქვე შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს დაანონსებული „ქამრების შემოჭერა“ პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მანამდე, 2017 წლის ნოემბერში, უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც სცადა მთავრობის შემცირება. მის შემთხვევაშიც ცვლილება სამინისტროების რაოდენობრივ კლებაზე აისახა — 16-დან 13-მდე. 

 

სალომე ლემონჯავა





მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა

მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა
access_time2019-09-22 20:00:16
3 წლის  წინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა და მისმა ოთხმა ნაცნობმა აღმოაჩინეს, რომ მათ აერთიანებს ერთი გატაცება - ტეკილა. დღეს მათ მიერ შექმნილი ტეკილა Cincoro სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ამ სასმელის მოყვარულებს შორის და ერთი ბოთლი ღირს 130-დან 1600 დოლარამდე.   საბედისწერო ვახშამი პიცერიაში   3 წლის წინ, ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ...

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“
access_time2019-09-22 18:00:58
2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არასაბანკო დაწესებულებებიც, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ. ამ პერიოდიდან იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის შემცირებაც. საწესდებო კაპიტალის ზრდა, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და ა.შ. - ეს არის იმ რეგულაციების ჩამონათვალი, რომელიც უკვე მესამე წელია მიკროსაფინანსო ბაზარსაც შეეხო. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ამ ტიპის...

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...


მსგავსი სიახლეები

up