მცირე მეწარმეები პროდუქციას ქსელურ მარკეტებში ვერ ჰყიდიან

მცირე მეწარმეები პროდუქციას ქსელურ მარკეტებში ვერ ჰყიდიან

access_time2021-12-15 15:30:37


მცირე მეწარმეებს გამოშვებული პროდუქცია მსხვილ სავაჭრო ობიექტებში ვერ შეაქვთ. პრობლემის ერთი ნაწილი მარაგებსა და მიწოდების წყვეტას უკავშირდება. მეორეა საგადასახადო ბარიერი, რის გადალახვაც მცირე მეწარმეების სტატუსის მქონე ადამიანებისთვის რეალურად შეუძლებელია. როგორც მცირე მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ქადაგიშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, ყოველი 100 მეწარმიდან სტანდარტს 5 მცირე მეწარმეც შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს.

 


შესაბამისად, ისინი ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე არიან გადართული ან საგამოფენო სივრცეების იმედად რჩებიან.



,,მცირე მეწარმეებს არ აქვთ პროდუქციის საკმარისი რაოდენობა, რომ მოამარაგონ დიდი რითეილი, მაგალითად, ქსელური მარკეტები, რომლებიც ითხოვენ კონკრეტულ მარაგებს თავიანთი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეულს რამდენიმე ფილიალი აქვს და მათ მიერ მოთხოვნილ პირობებს მცირე მეწარმე ვერ დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, მაღალია გადასახადი, რამდენიმე ათას ლარს აღწევს. ეს ფული მეწარმემ უნდა გადახადოს მხოლოდ იმისთვის, რომ დახლებზე წვდომა ჰქონდეს. ყოველი 100-დან 5 მეწარმეც შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს, რეალურად ძალიან მცირე ნაწილს აქვს ამის შესაძლებლობა. დანარჩენი 95 ან მეტი ადამიანი იძულებულია, პროდუქციის რეალიზაციისთვის ალტერნატიული საშუალებები გამონახოს, უმეტესობა ასეთ გამოსავალს ონლაინ გაყიდვებში ხედავს“, - ამბობს დავით ქადაგიშვილი.




როგორც მცირე მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რეტრობონუსის შემთხვევაში, თუკი მეწარმე მსხვილ სუპერმარკეტში შეიტანს, ვთქვათ, 1000 ლარის პროდუქციას, მას აქვს ვალდებულება, რეტრობონუსის სახით, მაღაზიას ჩაურიცხოს გარკვეული თანხა საკუთარი სახსრებიდან, რაც წარმოუდგენელია. ამ დროს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გამოუცხადოს მეწარმეს, რომ მისი პროდუქცია არ არის გაყიდვების ტოპ-ათეულში და პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღონ, ხოლო რეტრობონუსი სუპერმარკეტს რჩება.



ამდენად, როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ასეთი მიდგომა აზარალებს მცირე მეწარმეს, რომელიც არ არის მზად, ეს ქსელები მოამარაგოს, რაც ძირითადი პრობლემაა.



რაც შეეხება გამოსავალს, შექმნილ სიტუაციაში, რათა მეწარმეებს სისტემატური გაყიდვების საშუალება ჰქონდეთ, მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივაა, გაკეთდეს ქართული პროდუქტების ქსელური მარკეტი, რომელშიც ეროვნული პროდუქცია გაიყიდება. ხოლო მცირე მეწარმეების შექმნილი ნაწარმი განსაკუთრებული პირობებით იქნება წარმოდგენილი და დაეხმარება სექტორს შემდგომი განვითარებისთვის.



გარდა ამისა, დავით ქადაგიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო დაუშვებს პრეცედენტს, რომ მცირე მეწარმე, უკვე არსებულ საცალო ქსელში დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდეს თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ასევე დიდი შეღავათი იქნება.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up