რატომ ვერ სარგებლობენ მცირე მარნები სამთავრობო მარკეტინგული პროგრამით

რატომ ვერ სარგებლობენ მცირე მარნები სამთავრობო მარკეტინგული პროგრამით

access_time2022-01-14 14:00:33

მცირე მარნების მფლობელების ინფორმაციით, გლობალურ ბაზრებზე გასვლასა და მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართვას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზად ისინი  მთავრობის მხრიდან უცხოურ ორგანიზაციებთან არასრულფასოვან კომუნიკაციას მიიჩნევენ. კომპანია ,,ხომლის მარნის“ დამფუძნებელი თამაზ ომანაძე  ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ საერთაშორისო მარკეტინგში მონაწილეობისთვის მათ ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, რაც არასაკმარისია ბაზრებზე გასასვლელად, განსაკუთრებით პანდემიურ პერიოდში.



როგორც მეღვინე აღნიშნავს,  აშკარაა, რომ მსხვილი საგამოფენო ორგანიზაციები ამ ტიპის დოკუმენტებს არ ითვალისწინებენ და ვიზების გაცემა თითქმის ყველამ გადადო, რის გამოც 2021 წელს ის ღვინის მარკეტინგში ვერ ჩაება.

 


მეღვინე ამბობს, რომ მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებები ძირითადად მსხვილი ინდუსტრიისკენაა მიმართული და მცირე მარნების ხელშემწყობი ღონისძიებები სინამდვილეში არ ხორციელდება. 

 


,,პრემიუმ კლასის ღვინოს ვასხამთ, რომელიც სერტიფიცირებულია და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. ყველაზე დიდი დახმარება იქნება ღვინის მარნების მარკეტინგი, უცხოეთის ბაზრებზე ექსპორტის მხარდაჭერა, რაზეც თავიდანვე უნდა ეზრუნათ. მცირე მარნებია ქართული ღვინის სახე და ყველაზე მეტად სწორედ ამ სეგმენტს უჭირს. ვერ ვმონაწილეობთ გამოფენებში, რაც საკუთარი წარმოების პოპულარიზაციისთვის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა. კოვიდის გამო მასშტაბური გამოფენები ან დაიხურა ან არ შეგვიშვეს. ნიუ-იორკში ქართული ღვინის გამოფენაზე, რომელიც მარტშია დაგეგმილი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარეკომენდაციო წერილები გაამზადა.  ბიო კუთხე მოეწყობა, სადაც  სხვა ქვეყნების ღვინოების გვერდით ქართული პროდუქტიც განთავსდება, მაგრამ ჩვენ ვერ მივდივართ. ისე მოხდა, რომ ქვეყნიდან უნდა გავიდეთ ტურისტული და არა საქმიანი სტატუსით. ამ ყველაფერს ბიზნესის სახე რომ მისცემოდა, პრობლემა არ შემექმნებოდა, ცხადია, სარეკომენდაციო წერილი არაფერს ნიშნავს, უფრო მეტად უნდა დალაგდეს ურთიერთობა და სახელმწიფომ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ბიზნეს სექტორს, რომ მოხვდეს გამოფენებზე. არასწორი მიდგომაა საელჩოებისა და სამინისტროს მხრიდან, რითაც ჩვენ ვზარალდებით“, - ამბობს ომანაძე ,,კომერსანტთან“.



მისივე თქმით, მთელი რესურსი მარკეტინგული ღონისძიებებისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მცირე მარნებს  ექსპორტზე გასვლის მეტი შანსი მიეცეთ.

 


 

,,ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით გავდივართ და ვუძლებთ სტრესს.  კორონავირუსის გამო ახალ რეალობაში აღმოვჩნდით და კონტაქტები უკიდურესად შეიზღუდა,  რაც ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობას ამცირებს.  მსხვილ კომპანიებს ვიზის მიღების პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ჩვენი ტიპის მცირე მარნებს  ამ მხრივ უჭირთ.  ფაქტია, რომ ძალიან სუსტი მარკეტინგია, თუკი ვინმე საკუთარი ძალებით იკვლევს გზას,  მეღვინეობაში  მიღწეულ შედეგად ითვლება, მაგრამ ამის უკან ჩვენ, მეწარმეები,  სრულიად ცალკე ვდგავართ“, - დასძენს ომანაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.

 


რაც შეეხება ხარჯს, როგორც მეღვინე აღნიშნავს, გლობალურ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, იაპონია და ევროპული ქვეყნები, თითო გამოფენაზე მონაწილეობა მეწარმეს, სულ მცირე, 10 000 დოლარი უჯდება. ესეც იმ შემთხვევაში, ღვინის ტრანსპორტირების ხარჯს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს, რაც  კონკრეტული სამთავრობო პროგრამით არის გათვალისწინებული.

 


თუმცა, როგორც  თამაზ ომანაძე ამბობს, ამ ყველაფერს არ ექნება შედეგი და მცირე მარნების მფლობელები  გლობალურ მარკეტინგში ვერ ჩაერთვებიან, ამის მთავარი პირობაა, რომ სახელმწიფომ უცხოურ ორგანიზაციებთან კოორდინირებულად ითანამშრომლოს და ბიზნესთან კომუნიკაცია გაძლიერდეს.



იქიდან გამომდინარე, რომ უნიკალური ღვინოები მცირე რაოდენობით იწარმოება, ,,ხომლის მარნის“ წლიური წარმოება 2500-3000 ბოთლის ფარგლებშია. აღნიშნული ბრენდი 2021 წლიდან ლონდონის ბაზარზე იყიდება. გატანილი ღვინის რაოდენობაც შეზღუდულია. ექსპორტი  ამ მიმართულებით ჯერჯერობით 200 ბოთლს შეადგენს. ქართველი მეღვინის განცხადებით, Hedonism Wines-ის მხრიდან ინტერესი დიდია და თანამშრომლობას მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ.



შეგახსენებთ, რომ „უსახელოური“ ინგლისურ მაღაზიაში წარმოდგენილ ახალ ღვინოებს შორის ყველაზე ძვირია. თეთრი ღვინის ფასი 500 ევროს შეადგენს, ხოლო წითელი ღვინო, ასევე ,,უსახელოურის“ ბრენდით, 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება.

 

 

მცირე რაოდენობით ,,ხომლის უსახელოური“ წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზეც, სადაც მისი შეძენა სულ რამდენიმე ობიექტშია შესაძლებელი: ,,8000 მოსავალი“, ,,ღვინის გალერეა“ და ,,მარიოტი“.



საქართველოში ,,ხომლის უსახელოურის“ ღირებულება 830 ლარს შეადგენს.


მარი ჩიტაია





იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ტოიოტა კავკასიას“ ასოციაციის წევრთა რიგებში

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ტოიოტა კავკასიას“ ასოციაციის წევრთა რიგებში
access_time2022-01-24 14:55:26
...


მსგავსი სიახლეები

up