მცირე და საშუალო ბიზნესის უფლებებს ქართულ მაღაზიათა ასოციაცია დაიცავს

მცირე და საშუალო ბიზნესის უფლებებს ქართულ მაღაზიათა ასოციაცია დაიცავს

access_time2018-11-09 17:00:10


პირველად ქვეყანაში ქართულ მაღაზიათა ასოციაცია შეიქმნა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების უფლებებს დაიცავს. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, ასოციაციის შექმნის მიზეზი ის ახალი რეგულაციები გახდა, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ამოქმედდა, მათ შორის, თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებით. ელენე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ქართულ მაღაზიათა ასოციაცია მცირე მეწარმეებს ახალ რეგულაციების მორგებაში დაეხმარება და მათ ინფორმაციას სწორად მიაწვდიან:

 

„ახალმა რეგულაციებმა თამბაქოსთან დაკავშირებით,  პანიკა გამოიწვია. მეწარმეები ვერ მიხვდნენ როგორ ფორმით უნდა ყოფილიყო დაფარული სიგარეტის კოლოფები. ჯარიმის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, რაც მცირე ზომის მაღაზიებისთვის ძალიან დიდი თანხაა, სწორედ ამიტომ მივიღეთ ასოციაციის დაფუძნების გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა,  ასოციაცია მხოლოდ თამბაქოს მიმართულებით არ იმუშავებს, ჩვენ შევეხებით ყველა იმ პრობლემას, რომელიც მცირე მეწარმეებს ექმნებათ. ჯერჯერობით ვმუშაობთ მცირე მეწარმეებზე, თუმცა მომავალში გაფართოების იმედი გვაქვს“, აცხადებს ელენე ზაუტაშვილი.

 

ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში დღეს 300-მდე მაღაზიაა გაწევრიანებული. ელენე ზაუტაშვილი კომერსანტს უყვება, რომ თამბაქო განთავსების შესახებ რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ 10 დღეში 117 მაღაზია დაჯარიმდა. მისი თქმით, ასოციაცია მთავარი მიზანიც სწორედ ეს იქნება -  მცირე მეწარმეებს ახალმა რეგულაციებმა, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეუქმნას.

 

ახალ წამოწყებას მხარს უჭერს ბიზნესომბუდსმენიც. როგორც ქართულ მაღაზიათა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა მიდელაური ამბობს, ირაკლი ლექვინაძესთან  თამბაქოს განთავსების კონტროლთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. მათი სურვილი არსებული ჯარიმის ოდენობის შემცირებაა. მიდელაური თვლის, რომ ასოციაციის არსებობა მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია.



 



„საქართველოში დღესდღეობით მსხვილი ბიზნესი იმყოფება ბევრად კომფორტულ გარემოში, ვიდრე საშუალო და მცირე ბიზნესი, არადა ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრად დასაფასებელი რგოლია. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა ჰყავდეთ  გამოცდილი იურისტები მიიღონ დროული ინფორმაცია და არ დაზარალდნენ. ეს ხალხი ვისაც ამის საშუალება არ აქვს ჩვენი ორგანიზაცია დაეხმარება“,- აცხადებს ბექა მიდელაური.

 

ბექა მიდელაურის თქმით, დღეს მცირე მეწარმეებს კონკურენტ უნარიან გარემოში მუშაობა არ უწევთ.

 

„მიმწოდებლები ქსელურ მაღაზიებს პროდუქციას სხვა ფასში აწვდიან, ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ მიმწოდებელ კომპანიებთან. ვთვლი, რომ დღეს ეს ყველაზე დიდი პრობლემაა მაღაზიებისთვის. მაგალითად, მიმწოდებელს ქსელურ მაღაზიაში პროდუქცია 2 ლარად შეაქვს ხოლო მცირე მაღაზიაში 2,50 ლარად შეაქვს, ეს მიმწოდებელს უღირთ მაგრამ, მაღაზიებს აზარალებთ. ეს იქნება ჩვენი სწორება. ჩვენ ვიქნებით ლობისტები, როგორც მთავრობასთან ასევე მიმწოდებელთან, რათა ფასების დარეგულირება მოხდეს ისე, რომ მცირე  მეწარმეები არ დაზარალდნენ“, - განაცხადა ბექა მიდელაურმა.



ავტორი:ბაჩო ადამია





"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up