მცირე და საშუალო ბიზნესის შეხვედრა პრემიერთან - პრობლემები და დაპირებები, რომლებიც კერძო სექტორმა მიიღო

მცირე და საშუალო ბიზნესის შეხვედრა პრემიერთან - პრობლემები და დაპირებები, რომლებიც კერძო სექტორმა მიიღო

person access_time2016-03-04 18:30:42

„ამ ადამიანებმა  დღეს დააყენეს ძალიან კონკრეტული, კარგად მოსაგვარებელი, გადასაწყვეტი საკითხები. დავინაწილეთ დავალებები და ძალიან მალე ამ კონკრეტულ საკითხებს გადავწყვეტთ“,- ეს დაპირება ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გასცა.


როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, კერძო მეწარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება არის ის ძირითადი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. მისი თქმით, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობამ ქვეყანაში ძირითადი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო მეწარმეებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებაც, რომლებიც მთავრობას ბიზნესის ხელშესაწყობად აქვს შექმნილი.


როგორ აფასებენ პრემიერთან შეხვედრას თავად ბიზნესის წარმომადგენლები და რა პრობლემები დააყენეს მათ მთავრობის მეთაურთან საუბრისას?


„ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის დამფუძნებლის“ დავით სიჭინავას განცხადებით,  ქართული საგადასახადო კანონმდებლობა ტექნოლოგიურ სფეროზე მორგებული არ არის, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მისი თქმით, როდესაც საგადასახადო კანონი იქმნებოდა, ტექნოლოგიური სფერო ჩანასახის დონეზე იყო, ამიტომ ეს დარგი გათვალისწინებული არ არის.


მისი თქმით, დარგის წარმომადგენლებს სურთ, რომ კონკრეტული ცვლილებები კანონში განხორციელდეს და ამ პროცესში სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულები.



„ჩვენ სფეროს აქვს კონკრეტული სპეციფიკა, რომლის გამოც ის რთულად ექცევა სხვა ბიზნესთან ერთად ჩარჩოში. ჩვენს შემთხვევაში არის ის სპეციფიკა, რომ ჩვენ არ გვჭირდება მატერიალური ბაზა და ჩვენი ბიზნესი არის ადვილად გადატანადი სხვაგან. თუ ჩვენთან არ იქნა საკანონმდებლო შეღავათები, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ოფშორებზე,  მაშინ, როდესაც ვინდა, რომ სხვებიც პირიქით, აქეთ შემოდიოდნენ. ჩვენ  გვინდა არა ოფშორული ზონის შექმნა, არამედ ისეთი ზონის შექმნა, სადაც ადვილი იქნება ბიზნესის დაწყება“,- აცხადებს დავით სიჭინავა.


ყველის მუზეუმის გახსნის საკითხი დააყენა შეხვედრაზე „ყველის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარემ“ ანა მიქაძემ.  მისი თქმით, მუზეუმის გახსნის კონცეფცია მზადაა და მას მხოლოდ დაფინანსება ესაჭიროება.


„მქონდა შესაძლებლობა, რომ პირადად გადამეცა ამ კონცეფციის შესახებ მოსაზრებები და სურვილი პრემიერმინისტრისთვის. ეს კონცეფცია ძალიან კარგად მიიღო პრემიერმინისტრმა და თქვა, რომ ჩართავს ამაში საპარტნიორო ფონდს,  კულტურის სამინისტროს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისედაც ჩვენი მხარდამჭერია. რწმენით გამოვედი დარბაზიდან, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება ყველის მუზეუმი. ჩვენ გვაქვს ყველის წარმოების დიდი ისტორია და ამ შანსის  გაშვება ხელიდან არცერთ სახელმწიფოს არ გაუხარდებოდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სახელმწიფოც გონიერი იქნება ამ საკითხში“,- განაცხადა ანა მიქაძემ.


მისივე თქმით, შეხვედრაზე „ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ დააყენა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების პრობლემა, კერძოდ ის საკითხი, რომ დოლარში გაცემული სესხები ფერმერებს ლარის გაუფასურების გამო გაუძვირდათ.


პრემიერთან შეხვედრას ესწრებოდნენ „რესტორატორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებიც. ქეთევან  კვიჭიძის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მცირე და საშუალო მეწარმეების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია.


„ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა პრემიერმა, მან თქვა: „ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის უფროსები“ და ეს ძალიან მომეწონა. აქამდე სულ ისე იყო, რომ ხელისუფლებსი წარმომადგენლები გვიყურებდნენ როგორც დირექტორები. არადა რეალურად, სახელმწიფო ჩვენი შემოსავლებით არსებობს. ახლა ასეთი ტონი აღარ არის“,- აღნიშნა ქეთევან კვაჭაძემ.


შეხვედრის შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესთან ხელისუფლების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა „ბაიას ღვინის“ დამფუძნებელმა ბაია აბულაძემაც.


„ძალიან მოხარულები ვართ მცირე მეწარმეები, რომ საშუალება გვაქვს პირდაპირი კონტაქტი გვქონდეს მთავრობის წარმომადგენლებთან და ჩვენი  პრობლემების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. ძირითადი საკითხები ეხებოდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, საკანონმდებლო საკითხებს, ძალიან ბევრი ინოვაციური იდეა იყო გაჟღერებული. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მთავრობის მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ მსგავსი სახის პრობლემები და გამოწვევები, რაც დაისვა მოგვარდეს“,- აღნიშნა ბაია აბულაძემ.


თავის მხრივ პრემიერმა პირობა დადო, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მომავალში მცირე და საშუალო მეწარმეებთან აუცილებლად გამართავს, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. 

 

"კომერსანტი" შეხვედრის მონაწილეებთან ინტერვიუებსა და შეხვედრაზე დასმული თემების გაგრძელებას მომავალი სამუშაო კვირიდან შემოგთავაზებთ.





9 დღეში ჯამში 8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე - რას ნიშნავს აგვისტოში საქართველოში დასვენება - Spend your summer in Georgia

9 დღეში  ჯამში  8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე -  რას ნიშნავს აგვისტოში  საქართველოში დასვენება -   Spend your summer in Georgia
access_time2019-08-26 13:00:51
 “რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში“ - წრეს სოციალურ ქსელში ლევან ჯავახიშვილი, რომელიც  კამპანია Spend your summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეურთდა , სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი...

ივანიშვილი, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

ივანიშვილი,  როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია  - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები
access_time2019-08-26 10:00:37
2011 წლის ოქტომბერი  - ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღია წერილით ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს ამცნო, რომ  პოლიტიკაში მოდიოდა. 2012 წლის ივნისი  - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტის...

ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...


მსგავსი სიახლეები

up