მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებზე სამუშაოდ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებზე სამუშაოდ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

person access_time2016-03-04 15:03:42

კვირიკაშვილის ცნობითვე, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მუდმივად არიან წარმოდგენილი ცნობადი სახეები, რაც უნდა შეიცვალოს და უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული ამ ურთიერთობებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის წინადადებით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზენესის პრობლემებზე მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას.


ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს „ექსპო–ჯორჯიაში“, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება. მისი თქმით, პრობლემებზე, რომლებიც მთავრობამდე იქნება მიტანილი, მოხდება სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების სწრაფ რეჟიმში მიღება. კვირიკაშვილის ცნობითვე, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მუდმივად არიან წარმოდგენილი ცნობადი სახეები, რაც უნდა შეიცვალოს და უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული ამ ურთიერთრობებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. 


„მცირე და საშუალო ბიზნესი არის სწორედ ის ძალა, სადაც ყველაზე მეტი დინამიკაა, სადაც ყველაზე მეტი ზრდის მაჩვენებელია. დასაქმების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ იმ პრობლემატიკას, რომელიც დღეს არსებობს“ – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, დღეს მეწარმეებთან მოვიდა იმ პრობლემებზე სალაპარაკოდ, რომელთა გადაჭრასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოუტანოს ამ სექტორს. 



„ძალიან საჭირო დოკუმენტი შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით. ამ დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გვინდა, რომ ეს დოკუმენტი ასევე იქნას განხილული რათა თქვენი მონაწილეობა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების სტრატეგიის შექმნაში იყოს და თქვენი ჩართულობა იყოს მაქსიმალური“ – განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება გეგმავს. მათ შორისაა, დამწყები ბიზნესისთვის დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობა, მოგების გადასახადის შეცვლა, ასევე ფრონტ ოფისის შექმნა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაფინანსების მოპოვების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიმართულებითაც. პრემიერის თქმით, მას სურს მოისმინოს მეწარმეების შენიშვნები ამ პროგრამების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად იყოს წახალისებული მცირე და საშუალო ბიზნესი.


პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა საკითხების დასმას აპირებენ გიორგი კვირიკაშვილთან მეწარმეები.


გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრაზე დააყენებს შემდეგ საკითხებს:  არაპროგნოზირებადი ბიზნეს-გარემო და საკითხების გაჭიანურება, რის მაგალითადაც ის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვისა და მიწების საკითხს ასახელებს. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციისა და არსებული 50.000 ლარიანი ზღვრის გაზრდა; საგადასახადო კოდექსში სხვა, მოძველებული ზღვრების გაზრდა... 


  

„კომერსანტი“ შეხვედრის ერთერთ მონაწილეს, მოდის სახლის „მარი გოლდის“ დამფუძნებელს თამარ ნადირაძეს გაესაუბრა. ნადირაძის განცხადებით, დღეს იმპორტის გადასახადი მაღალია იმ ფონზე, როდესაც ექსპორტიორები შეღავათებით სარგებლობენ, რაც არასწორია. როგორც ნადირაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, პროდუქციის შემოტანისას უწევთ სხვადასხვა გადასახადის გადახდა, რაც მათი ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. 


მისივე თქმით, სხვადასხვა ბაზარზე გასვლისას აუცილებელია ხელისუფლების ხელშეწყობა, რათა უცხოეთში ქართული პროდუქცია უფრო სოლიდურად წარმოჩნდეს. მისი სურვილია, ხელისუფლება დაეხმაროს ბიზნესს პოტენციურ კლიენტებთან და პარტნიორებთან დაკავშირებაში.




ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, როცა ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა“ - მინისტრის შეფასებით, ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული. ისედაც ძალიან დაგვიანდა - 2 წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და  ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო,  ამ ინვესტორთან ერთად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. კითხვაზე, რა გეგმავს, ინვესტორის მხირდან...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...


მსგავსი სიახლეები

up