საშუალო  ბიზნესში პარტნიორი  ქალების წილი 25%-ია,  მცირე ბიზნესში კი -5%

საშუალო ბიზნესში პარტნიორი ქალების წილი 25%-ია, მცირე ბიზნესში კი -5%

access_time2020-02-22 14:25:58

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“, ბიზნესში მეწარმე ქალების გამოწვევებზე ისაუბრეს. გადაცემის სტუმრების, მეწარმე ქალთა საბჭოს ბორდის წევრის, თეა ადუაშვილისა და კომპანია მარიგოლდის დამფუძნებლის, თამარ ნადირაძის თქმით, გამოწვევები ძირითადად უკავშირდება საგადასახადო პოლიტიკასა და მეწარმე ქალებისთვის  საკანონმდებლო შეღავათების არარსებობას.


საშუალო  ბიზნესში პარტნიორი ქალების რაოდენობა 25%, ხოლო მცირე  ბიზნესში 5%-ია. ქალებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სესხის აღება. ვინაიდან, როგორც წესი, მათ არ აქვთ საკუთარი ქონება. მიუხედავად არსებული დადებითი ძვრებისა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მაინც არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი ჩართულობა.


საგადასახადო კუთხით, მეწარმე ქალებისთვის შეღავათები არ არის.  თუმცა, ასე კონკრეტულად ქალებისთვის არა მაგრამ მცირე ბიზნესისთვის 2018 წელს კანონში შევიდა ცვლილება, ბრუნვა 5 ათასამდე გაიზარდა და გადასახადი 1% გახდა. რაც მნიშვნელოვანი შეღავათია მცირე ბიზნესისთვის, მათ შორის ქალებისთვისაც,- ამბობს თეა ადუაშვილი.


როგორც  კომპანია მარიგოლდის დამფუძნებელმა, თამარ ნადირაძემ გადაცემაში აღნიშნა, საგადასახადო პოლიტიკასთან ერთად, ცვლილებები გასატარებელია ახალ სარეკლამო კანონში, ვინაიდან გასული წლებისგან განსხვავებით, მეწარმე ქალებს დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვა უწევთ მარკეტინგულ კამპანიებში. თამარ ნადირაძემ თქვა,რომ ქალებისთვის ასევე სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთები.



მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი შეღავათები. სწორედ ამის მიზეზია,   ქალების  დიდი  რაოდენობით გადინება საქართველოდან. მერწმუნეთ, მათ უცხოეთში 2 ათას დოლარიან ხელფასს, ნამდვილად ურჩევნიათ იყვნენ საქართველოში, ოჯახებთან ერთად და ჰქონდეთ ათასი დოლარი. ძალიან ძნელია დღეს ისე დაიწყო ბიზნესი,რომ საქმე ბანკთან არ გქონდეს, თუმცა მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, ისე ხდება,რომ რასაც აკეთებ და მუშაობ, ყველაფერი მიაქვს ბანკს,- ამბობს თამარ ნადირაძე.


 „ქალთა ფონდის“ კომუნიკაციის  მენეჯერი ლონდა ბერაია განმარტავს, რომ ფონდის მიზანი დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ქალების გაძლიერებაა.ეს კი ძირითადად, გრანტების გაცემაში გამოიხატება.


მისივე განცხადებით, ფონდის ერთ-ერთი მიმართულებაა ქალებში იმ უნარების გაძლიერება, რომელიც მათ  ბიზნესის უკეთ წარმართვაში დაეხმარებათ. „ზოგადად, ნაკლებია ინფორმაციულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად განხვავებულია ანაზღაურება ქალებსა და კაცებს შორის. სამწუხაროდ დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომ ქალებს ნაკლები უნარები აქვთ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, რაც რეალურად სხვა მიზეზებითაა განპირობებული. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხელფასი აქვს დასაქმებულებს, არის ხოლმე კონფიდენციალური. ეს ქმნის იმის ბაზის, რომ ქალებმა არ აპროტესტონ. მეორეა დაწინაურებები, რითაც ძირითადად მამაკაცები სარგებლობენ ხოლმე. გარდა ამისა, ტოპ მენჯმენტში ძირითადად მამაკაცები ხვდებიან ხოლმე“-აცხადებს ბერაია.


მოამზადა ნათია კეკენაძემ 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up