მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1 ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1 ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება

access_time2018-07-02 15:47:35

1 ივლისიდან, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება - ამასთან დაკავშირებით, დღეს, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ბრიფინგი გამართა.


ახალი საგადასახადო რეჟიმი ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.


ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.


საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა.


მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%-სა. ამასთან, 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.


ცვლილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს და დეკლარირებას განახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით.


როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს. მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაცია (მაგ. სახელოვნებო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში) ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ხოლო თუ პირი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად განიხილება ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე, ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ.


ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.


მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მეწარმე ფიზიკური პირი მიმართავს საგადასხადო ორგანოს. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება განცხადებაში მითითებული თარიღიდან. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს იმავე წელს, სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და კვლავ მიიღოს სტატუსი.


როგორც ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მცირე ბიზნესის სტატუსისა და დაბეგვრის ახალი რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და შესაბამისი გრაფიკი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.


შეგახსენებთ, რომ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში, აღნიშნული ინიციატივა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის რანგში მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა შეხვედრები მცირე მეწარმეებთან, სადაც ისინი დეტალურად გაეცნენ აღნიშნული რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს.


აღნიშნული რეფორმის შედეგი იქნება მხოლოდ პოზიტიური - ის ახალ სტიმულს, ბიძგს მისცემს ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას.









„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up