მცირე ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს ითხოვს

მცირე ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს ითხოვს

person access_time2016-03-02 14:10:31

მცირე ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს ითხოვს. „მცირე მწარმოებელთა და მცირე ბიზნესის კავშირის" ხელმძღვანელი გიორგი ქუთათელაძე ამბობს, რომ აქცენტი მცირე ბიზნესის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს და საჭიროა ბიზნეს სტიმულების შექმნა.

 

გიორგი ქუთათელაძის თქმით, სამი წლის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები არ ყოფილა, არადა აუცილებელია, რომ მცირე მეწარმის სტატუსი, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირზე ვრცელდება და დღგ–სგან განთავისუფლებას ითვალისწინებს, იურიდიულ კომპანიებზეც გავრცელდეს და დღგ-ს ბრუნვის ზღვარი 100 ათასიდან 300-400 ათასამდე გაიზარდოს.

 

ქუთათელაძე დასძენს, რომ დღეს მცირე ბიზნესთან შეხვედრის დეფიციტია. აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები მცირე მეწარმეებთან კონსულტაციის შემდეგ გატარდეს.

 

დღგ-ს ბრუნვის ზღვარის გაზრდის მომხრეა „გადასახადის გადამხდელთა კავშირის" თავმჯდომარეც, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ კავშირი მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში პრემიერის ეკონომიკურ საბჭოს ინიციატივით მიმართავს.

 

მისი განცხადებით, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება გვინდა, მაშინ ეს ნაბიჯი სწორი იქნება. მიქაუტაძე აცხადებს, რომ ამით სახელმწიფო ბიუჯეტს იმდენი არ დააკლდება, რომ კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს.

 


„ეს მცირე ბიზნესის გარკვეული ნაწილისთვის დიდი შეღავათი იქნება. მათ გაფართოების საშუალება მიეცემათ. აღარ შეეშინდებათ ზღვარს გადასცდნენ. ხშირად არის ხოლმე, რომ კომპანიები იმის გამო, რომ 100 000 ბრუნვას არ გადასცდნენ, სხვა კომპანიებს აფუძნებენ და რეალურად ერთდროულად 2-3 კომპანიას მართავენ. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იქნება"-აცხადებს მიქაუტაძე.

 

მისივე განცხადებით, საგადასახადო კანონმდებლობაში განსასაზღვრია ბიზნესის სტატუსიც. ანუ დღეს არის მიკრო და მცირე მეწარმის ცნება, თუმცა, არ არის ცალკე განმარტებული საშუალო და მსხვილი ბიზნესის დეფინიცია. მიქაუტაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ საშუალო და მსხვილი ბიზნესის სტატუსებიც ჩაიდება კოდექსში და ამას რაიმე ხელშესახები შეღავათები მოჰყვება.

 

„კომერსანტის" კითხვაზე, ხომ არ აპირებს აღნიშნული ინიციატივების საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერებას, მიქაუტაძე აცხადებს, რომ ის პარლამენტთან ურთიერთობაში დროს არ დახარჯავს.

 

„პარლამენტთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან არ მგონია, რომ იქ ისხდნენ ადამიანები, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია. აქედან გამომდინარე, ჩემთვის საინტერესოა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, პრემიერის ეკონომიკურ საბჭოსთან, რადგან რეალური გადაწყვეტილების მიმღებები იქ სხედან. პარლამენტთან ურთიერთობაში დროის დახარჯვას არ ვაპირებ"-აცხადებს მიქაუტაძე.

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე აცხადებს, რომ მზად არ არის ამ თემაზე პასუხისთვის, რადგან  მთავარია, მცირე მეწარმეების მხრიდან რა არგუმენტები იქნება წარმოდგენილი.

 

მისი თქმით, აუცილებელია დასაბუთდეს რა ნეგატიური და პოზიტიური მხარეები შეიძლება ჰქონდეს საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებას.

 

„პარლამენტში ამ ეტაპზე ინიციატივა შემოსული არ არის. ეს საკითხი ძველი ხელისუფლების დროსაც განიხილებოდა, თუმცა, შემდეგ ზღვარი ისევ 100 000 -ზე დატოვეს"-აცხადებს ებანოიძე.

 



როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up