მცირე ბიზნესი 1 ივლისიდან  ნაცვლად 5%-ისა 1%-ით დაიბეგრება

მცირე ბიზნესი 1 ივლისიდან ნაცვლად 5%-ისა 1%-ით დაიბეგრება

access_time2018-07-02 13:15:54


ივლისიდან, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება - ამასთან დაკავშირებით, დღეს, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ბრიფინგი გამართა.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგადასახადო რეჟიმი ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.   


„ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.


საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად  მანამდე არსებული 100 000 ლარისა.


მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%-სა. ამასთან, 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.



ცვლილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს და დეკლარირებას განახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით.


როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს. მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაცია (მაგ. სახელოვნებო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში) ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ხოლო თუ პირი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად განიხილება ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე, ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ.


ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.


მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მეწარმე ფიზიკური პირი მიმართავს საგადასხადო ორგანოს. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება განცხადებაში მითითებული თარიღიდან. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს იმავე წელს, სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და კვლავ მიიღოს სტატუსი.


როგორც ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მცირე ბიზნესის სტატუსისა და დაბეგვრის ახალი რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და შესაბამისი გრაფიკი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.


შეგახსენებთ, რომ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში, აღნიშნული ინიციატივა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის რანგში მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა შეხვედრები მცირე მეწარმეებთან, სადაც ისინი დეტალურად გაეცნენ აღნიშნული რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს.


აღნიშნული რეფორმის შედეგი იქნება მხოლოდ პოზიტიური - ის ახალ სტიმულს, ბიძგს მისცემს ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას.    

 





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up