მცირე ბანკებში დოლარის ანაბრებზე პროცენტი 4–ჯერ მეტია, ვიდრე მსხვილ ბანკებში

მცირე ბანკებში დოლარის ანაბრებზე პროცენტი 4–ჯერ მეტია, ვიდრე მსხვილ ბანკებში

access_time2021-08-13 10:00:25

1-ლი ივლისის მდგომარეობით ბანკებში დეპოზიტებზე მიმდინარე ანგარიშების ჩათვლით 35.3 მლრდ ლარი იყო განთავსებული. ლარიზაციის საერთო მაჩვენებელი  39%-ს შეადგენდა, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი 25%-ს. ამასთან ლარში განთავსებულ დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტასთან შედარებით 8.2-ჯერ მაღალია. ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში 20-ჯერ უფრო მაღალიც. მცირე ზომის ბანკები კლიენტების მოზიდვას დომინანტ ბანკებთან შედარებით უცხოურ ვალუტაში 3-ჯერ ან ზოგ შემთხვევაში 4-ჯერ უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით ცდილობენ.


თიბისი ბანკი ლარში 1 წლიან ანაბარზე სარგებლის ვადის ბოლოს გატანით მომხმარებელს 11.45%-ს სთავაზობს, ყოველთვიური გატანის შემთხვევაში 11.13%-ს და წინასწარ გატანის შემთხვევაში 10.05%-ს. დიდი სხვაობა არც ვადის ხანგრძლივობის მიხედვითაა, 3 თვიან ანაბარს 10.6% ერიცხება და 24 თვიანს 12.1%. იგივე ბანკი აშშ დოლარში წლიურად მხოლოდ 0.6%-ს იხდის, 3 თვიან ანაბარზე 0.25%-ს საიდანაც სარგებლისწ ინასწარ გატანა შეუძლებელია. 24 თვიან ანაბარზეც საპროცენტო სარგებელი მხოლოდ 0.85%-მდე იზრდება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ევროზე საპროცენტო სარგებელი 24 თვიანი ანაბრის შემთხვევაშიც კი 0%-ის ტოლია. რაც შეეხება ბრიტანულ ფუნტს მას თიბისი წლიურად 0.45%-ს არიცხავს.


საქართველოს ბანკში საპროცენტო სარგებლები პრქატიკულად თიბისის იდენტურია. 12 თვიან დეპოზიტზე ლარს 11.6% ერიცხება, დოლარს - 0.6%, ევროს ამ შემთხვევასიც 0% და ფუნტს 0.45%.


ლიბერთი ბანკიც ლარში 11.6%-ს იხდის, მაგრამ დოლარში განთავსებულ ანაბარს 1.85% ერიცხება, რაც როგორც თიბისის, ასევე საქართველოს ბანკის შეთავაზებას 3-ჯერ აღემატება, გარდა ამისა ლიბერთიში ევროს ანაბარიც მომგებიანია და მას 0%-ის ნაცვლად 1.6% ერიცხება.



ვითიბი ბანკი 1 წლიან ანაბარზე ლარში 12%-ს იხდის, დოლარში 1%-ს, ხოლო ევროში 0.5%-ს. ტერა ბანკი ლარში 11.55%-ს, დოლარში 2%-ს, ხოლო ევროში 1.6%-ს. კრედო ლარში ანაბარს 12.35%-ად იზიდავს, დოლარში 1.35%-ად, ევროში 0.45%-ად. ბაზისბანკი შესაბამისად 12%-ს, 1.5%-სა და 1%-ს.


პროკრედიტ ბანკი ლარში 8%-ს, დოლარში 1.8%-ს და ევროში 1%-ს იხდის. პროკრედიტის დამატებით მოთხოვნას საკმაოდ მაღალი მინიმალური თანხის შენატანი წარმოადგენს, ანაბრის გასახნელად დეპოზიტზე 13 000 ლარის ან 5000 დოლარის/ევროს განთავსებაა აუცილებელი.


1 წლიან ანაბარზე დოლარში ყველაზე მაღალ 2.65%-ს პაშა ბანკი იხდის 4.4-ჯერ მეტს თიბისის და საქართველოს ბანკი, ევროზე კი 1.6%-ს არიცხავს. 2 წლიან ანაბარზე კი დოლარსი ანაბრის განხსნა ყველაზე მომგებიანი ქართუშია სადაც 24 თვეზე დეპოზიტს წლიურად 3.35% ერიცხება.


ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელი მცირე ზომის ბანკებს არ ენდობა, გარდა იმისა რომ საბანკო სფერო საკმაოდ მკაცრად რეგულირებადი და კონტროლირებადია, 2018 წლიდან 15 000 ლარის ჩათვლით ყველა ანაბრი დაზღვეულია, რაც უსაფრთხოების დამატებით გარანტიას იძლევა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up