„მცირე ავიაციაში საკანონმდებლო ხარვეზია, კერძო თვითმფრინავს ვერ ვირეგისტრირებთ“

„მცირე ავიაციაში საკანონმდებლო ხარვეზია, კერძო თვითმფრინავს ვერ ვირეგისტრირებთ“

access_time2021-04-13 12:20:48

ახალი აეროკლუბი 1*209 (ერთი ორას ცხრა)_ ს გაშენება კანონში არსებული ხარვეზების გამო ფერხდება. აეროკლუბის დაარსების იდეა სფეროთი დაინტერესებულ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯუფს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა.


კლუბი გასულ წელს დარეგისტრირდა და აეროდრომის გაშენებას თბილისთან ახლოს გეგმავდა. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერდა, რომ სავარაუდო ტერიტორიად თბილისის ძველი საბჭოთა აეროდრომი განიხილებოდა. თუმცა, როგორც იდეის ავტორი და კლუბის დამფუძნებელი ილია ინჯია განმარტავს, პროცესი ამ ეტაპზე შეფერხებულია და მზადდება დოკუმენტი რომელიც კერძო პირებს თვითმფრინავის რეგისტრაციის უფლებას მისცემს.


წავაწყდით ისეთ პრობლემებს როგორსაც არ ველოდით_ ჩვენი აეროკლუბის წევრებს თვითმფრინავების შეძენა უნდოდათ, პატარა თვითმფინავები რომელიც ინდივიდუალურად შეიძლება გყავდეს. აღმოჩნდა რომ თურმე საქართველოს კანონმდელობით ვერ არეგისტრირებ ამ თვითმფინავებს. მსოფლიოში ყველგან არის ამის საშუალება და ყველგან რეგისტრირდება. ვერ აიღებ ფრენის უფლებას, ჩათვალეთ რომ მანქანა გყავდეს და ნომრებს არ გაძლევენ. ჩვენთან ჰყავთ ასეთი თვითმფინავები და უყენიათ ეზოებში. ამ პრობლემის წინაშე არის ზვიად ციკოლიაც , მან ააწყო თვითმფინავი და საქართველოში მის რეგისტრაციას ვერ ახერხებს. დავსხედით ყველა და გადავწყვიტეთ, რომ კანონში ასეთი ცვლილებები შესატანია და მოსამზადებელია, ამასობაში მოგვისწრო ოქტომბტის არჩევნებმა, მერე ახალი პარლამენტის შეკრებას დაველოდეთ. ახლა მზადდება ეს დოკუმენტი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“,  განმარტავს ილია ინჯია.




კლუბის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ უკვე შეძენილი 4 თვითმფრინავი და საწყის ეტაპზე კლუბი კახეთში, ბიზნესმენ თემურ უგულავას აეროდრომზე იფუნქციონირებს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.



„ახლა აეროდრდომს ბიზნესმენი თემურ უგულავა აშენებს, რომელიც ოქტომბერში წესით უნდა დამთავრდეს,კახეთში, უდაბნოს ტერიტორიაზე. ჩვენ ისევ განხილვის დონეზე გვაქვს ეს, მაგრამ იქ უნდა განვავითაროთ ჩვენი კლუბი და შემდეგ გავყვეთ სხვა ტერიტორიაზე. თვითმფრინავები, ანგარი, კლუბი ჩვენი იქნება, იქნება სწავლის საშუალება და მასწავლებელი. უკვე შეკვეთილი გვაქვს cesna 72 და სამი A 22 პატარა თვითმფრინავები რაზც ასწავლიან თელავში.~


ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა ეს ამბავი ძალიან გვახარებს. ძალიან დიდი თანხები სჭირდება ყველაფერს, ზუსტად ვერ ვიტყვით. ამ კანონის არქონა აფერხებს ყველაფერს. მცირე თვითმფრინავის ყოლა არ არის ფუფუნების საგანი, თვითმფრინავის ფასი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ 45 დან 50 ათას ლარამდეა საქართველოში ბევრად ძვირიანი მანქანები იყიდება. თუ ინფრასტრუქტურა იქნება საქართველოში, თვითმფრინავი ჩვეულებრივ გადაადგილების საშუალებად შეიძლება იქცეს“,
 - ამბობს აეროკლუბის დამფუძნებელი.



1*209 (ერთი ორას ცხრა) – ამ სახელის უკან ცნობილი მფრინავი ბესარიონ ქებურია დგას. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მფრინავის დიპლომი პარიზში და მსოფლიოს 209-ე პილოტი გახდა. სწორედ ამას უკავშირდება კლუბის სახელის წარმომავლობა.


თეგები:
აეროკლუბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up