McDonald's–ის ევროპის ოფისი თემურ ჭყონიას განცხადებაზე: „ეს არაა სიმართლე. ჩვენ არ ვგეგმავთ სომხეთში რესტორნების გახსნას

McDonald's–ის ევროპის ოფისი თემურ ჭყონიას განცხადებაზე: „ეს არაა სიმართლე. ჩვენ არ ვგეგმავთ სომხეთში რესტორნების გახსნას

access_time2016-03-04 12:02:17

McDonald's–ი სომხეთში შესვლას არ აპირებს, ამის შესახებ სააგენტო „ნოვოსტი არმენიას“ შეკითხვაზე პასუხისას ევროპაში  McDonald's–ის რესტორნების ქსელის პრეს–მდივანმა ჯოანა დე კონინგმა განაცხადა.

მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის სომხურ ბაზარზე შესვლა ქართველმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ დააანონსა.


სომხეთში McDonald's–ის შესვლას რამდენიმე წელია ელოდებიან. მსგავსი მოლოდინები რამდენიმე დღის წინ თემურ ჭყონიამ გაამძაფრა, რომლის განცხადებითაც, ის გეგმავს სწრაფი კვების მსოფლიო ბრენდის სომხურ ბაზარზე შეყვანას.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი პირველ რესტორანს ერევანში, შემდეგ კი სომხეთის სხვა ქალაქებში გახსნის.



სწორედ ამ განცხადების შემდეგ მიმართა „ნოვოსტი არმენიამ “ McDonald's–ის მთავარ ევროპულ ოფისს შეკითხვით, რეალურია თუ არა ქართველი ბიზნესმენის მიერ ახლო პერიოდში ბრენდის რესტორნის სომხურ ბაზარზე გახსნა. 

 

ამაზე ოფისის პრეს–მდივანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:


„შემიძლია დავადასტურო, რომ ეს არაა სიმართლე. ჩვენ არ ვგეგმავთ სომხეთში რესტორნების გახსნას,“ – განაცხადა კონინგმა.


ჯერ კიდევ 2011 წელს სომხურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი „ტაშირი“McDonald's–ის რუსულ წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სომხეთში ბრენდის რესტორნების გახსნასთან დაკავშირებით.


თუმცა სწრაფი კვების რესტორნების მსოფლიო ბრენდი სომხურ ბაზარზე ამ დრომდე არ გამოჩენილა.




პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 


მსგავსი სიახლეები

up