იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.
Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო და შეწყვიტა იმპორტი რუსეთში. ”ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ სრულად შევინარჩუნეთ ჩვენი მუშახელი”, - ნათქვამია განცხადებაში.
”თუმცა, ექვსი თვის შემდეგ, ჩვენ ვერ შევძელით ნორმალური საქმიანობის აღდგენა და ვერ ვხედავთ რაიმე პერსპექტივას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მომავალში საქმიანობა ხელახლა დავიწყოთ.” Toyota-მ თქვა, რომ მოსკოვში მისი ოპერაციები საჭიროებს რესტრუქტურიზაციას, მაგრამ ის გააგრძელებს საცალო ქსელის მხარდაჭერას Toyota-სა და Lexus-ის არსებული მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდებაში.
„ჩვენ შევთავაზებთ (პერსონალს)... დახმარებას ხელახალი დასაქმებისთვის, ხელახალი კვალიფიკაციისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ტოიოტამ.
რუსეთში ბევრმა ქარხანამ შეაჩერა წარმოება და გაათავისუფლა მუშები მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის დეფიციტის გამო სანქციების და დასავლელი მწარმოებლების გასვლის გამო მას შემდეგ რაც მოსკოვმა შეიარაღებული ძალები უკრაინაში გაგზავნა 24 თებერვალს.
წყარო: reuters.com