სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ცვლილებებია. ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია MAXNET მიკრონეტის 100%-ს ყიდულობს. ამასთან, კომპანიამ YOURNET-სა და niknet-ის შერწყმაზეც გააკეთა განაცხადი. გარიგეგბებზე თანხმობა გასცა კომუნიკაციების კომისიამაც.
მეწარმეთა იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ლევან გაბუნია. შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ციკოლია.
შპს „MAXNET“ და შპს „მიკრონეტი“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, კომპანიების აბონენტები შემდეგნაირად ნაწილდება:
შპს „MAXNET“ – 8 626 აბონენტი; შპს „მიკრონეტი“ – 6 267აბონენტი.
შპს „MAXNET“-ის შემოსავალმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 9 თვეში შეადგინა 1037026 ლარი, ხოლო შპს „მიკრონეტის“ შემოსავალმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის 9 თვეში შეადგინა - 1 195 801 ლარი.
Gbc.ge