MaxinAI - ქართული კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და Big Data მიმართულებით მუშაობს

MaxinAI - ქართული კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და Big Data მიმართულებით მუშაობს

access_time2022-11-23 13:30:23

MaxinAI-ი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და Big Data მიმართულებით მუშაობს, ინოვაციურ მიდგომებს ნერგავს და ბიზნესის ეფექტურობის გაზრდას უწყობს ხელს. MaxinAI-ი 2017 წელს იოსებ ხუციშვილმა, დავით ხოსროშვილმა, გიორგი ჯვარიძემ და ლევან ცინაძემ დააარსეს. კომპანიაში 80-ამდე ადამიანია დასაქმებული, სადაც შედიან როგორც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულები, ასევე კონტრაქტორები. კომპანიამ 5 წელიწადში, საქართველოსა და საზღვარგარეთ, 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ამ ეტაპზე MaxinAI-ი საერთაშორისო პარტნიორ კომპანია Gaea-სთვის სამ პროდუქტს ქმნის. ესენია: Nexus, Synkrato  და Gaea.

 

MaxinAI-ისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კონსულტაცია საქმიანობის მთავარი სფეროა, თუმცა მომხმარებლებს ისეთი ტრადიციული პროექტების კუთხითაც ემსახურება, როგორიცაა ჯავა, C# და სხვა ცნობილი კომპიუტერული ენები.

 

MaxinAI-ის ერთ-ერთი დამკვეთი ბრიტანული კომპანია ClimateX-ია, რომელსაც ახალი პლატფორმის შექმნაში ეხმარება, სადაც მომხმარებელი შეძლებს განსაზღვროს, როგორ შემცირდება მისი უძრავი ქონების ღირებულება, იმ ტერიტორიისთვის დამახასიათებელი, რომელიმე კლიმატური კატასტროფის (მეწყერი, წყალდიდობა, ა.შ.) წარმოშობის შემთხვევაში.

 

კომპანიის კიდევ ერთი პროექტი ამერიკული AI marketplace-ია. პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნოს ხელოვნური ინტელექტის მოდელის API (Application, Programming Interfaces) ან სხვისი მოდელის API გამოიყენოს. მსგავსი პლატფორმებია: Rapidapi.com, Huggingface.co.

 

„MaxinAI-ი პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული გიგანტის Salesforce-ის პარტნიორი გახდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა) პლატფორმების განვითარებით არის ცნობილი. ასევე გავაფორმეთ Amazon web services-თან (AWS) პარტნიორობაც, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო კომპანიისთვის, არამედ მთელი ეკოსისტემისთვის. რა საკვირველია, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში ამ მიმართულების განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას“, აცხადებენ კომპანიაში.


 

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, კომპანია თანამშრომლობდა Phubber-თან და მის აპლიკაციაზე რეკომენდაციის ძრავა (recommender engine) შექმნა, რის შემდეგაც მომხმარებლის ე.წ. „ნიუს ფიდი“ მის მიერ მოწონებული კონტენტის მიხედვით იცვლება.

 

„კომპანიის განვითარების გზა გამოწვევებით იყო სავსე, მათ შორის იყო კვალიფიციური ინჟინრების ნაკლებობა ადგილობრივ ბაზარზე, რის გამოც AI სკოლის დაარსების იდეა გაჩნდა, რომლის ბაზაზეც დეველოპერების გადამზადება ხდებოდა. ამჟამად კომპანიას ძალიან დიდი გამოცდილების მქონე მრავალფეროვანი გუნდი ჰყავს, რომელიც ყველა ტიპის პროექტის განხორციელებას სრულყოფილად უზრუნველყოფს,“ აცხადებენ კომპანიაში.

 

2 კვირის წინ Bloomberg-მა MaxinAI-ზე სტატია დაწერა, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს - „MaxinAI აღმოსავლეთ ევროპაში პირველი AI კომპანია ხდება, რომელმაც ბლოკჩეინზე გადასვლა გამოაცხადა“. როგორც Bloomberg-ი წერს, MaxinAI-მა ბლოკჩეინით ტრანზაქცია საპილოტედ 2021 წელს განახორციელა და ამ მიმართულებით წარმატებით მუშაობს.

 

MaxinAI-ში მიაჩნიათ, რომ Bloomberg-ისა და Yahoo Finance-ს სტატიები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებია სადაც, MaxinAI-ი მსოფლიოს თავს კიდევ ერთხელ ახსენებს. „განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომპანია გარკვეულწილად ინოვაციების ჰაბადაა წარმოჩენილი,“ აცხადებენ MaxinAI-ში.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 


თეგები:
MaxinAI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up