მაუწყებლებს რეკლამის დამკვეთების გასაჯაროების ვალდებულება აშფოთებთ

მაუწყებლებს რეკლამის დამკვეთების გასაჯაროების ვალდებულება აშფოთებთ

access_time2021-03-13 14:00:49

ტელემაუწყებლებს მიმდინარე წლიდან სავარაუდოდ კომუნიკაციის კომისიის იმ მოთხოვნის შესრულება მოუწევთ, რომლის თანახმად, მათ რეკლამის დამკვეთები და მათგან მიღებული შემოსავლები უნდა გაასაჯაროონ. შესაბამისად, მარეგულირებლ კომისიას ეძლევა უფლება, გაამჟღავნოს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები ჩაშლილად და საჯარო გახადოს თუ რომელი დამკვეთისგან რა თანხა მიიღეს მათ წლიურად. თავად მაუწყებლები ამ ტიპის ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოდ მოიაზრებენ და ამბობენ, რომ რეგულაციის ამოქმედებით, მარეგულირებელს დამატებითი ბერკეტი უჩნდება, რომ მედიაზე კონტროლი მოიპოვოს, რაც სამომავლოდ სარეკლამო ბაზარზე ნეგატიურად აისახება.

 

რაც შეეხება თავად სარეკლამო ბაზარს, კომერციული რეკლამიდან შემცირებული შემოსავლები (-9%) საარჩევნო წელს პოლიტიკური რეკლამის შემოსავლებმა დააკომპენსირა და შედეგად მაუწყებლებს ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი ზრდა დაუფიქსირდათ. აქედან 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან მიღებული თანხაა.

 

შემოსავლების ყველაზე დიდი ვარდნა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ჰქონდათ. კერძოდ, "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში სარეკლამო შემოსავლები წლიურად 9.3 მილიონი ლარით შემცირდა, რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს - მისმა შემოსავლებმა 344,000 ლარით იკლო.


 

ბოლო წლებში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი - "იმედი" და "რუსთავი 2" იაკვებდნენ, თუმცა 2020 წელს სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79%-ს უკვე 4 მაუწყებელი -  იმედი, რუსთავი 2, მთავარი არხი და ტელეკომპანია პირველი ინაწილებენ.

 

რაც შეეხება პროგნოზებს, მაუწყებლები მიმდინარე წელს 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას არ ელიან. არსებული პროგნოზით, ზრდა მაქსიმუმ 5%-ის ფარგლებში იქნება. სარეკლამო ბაზრის გაჯანსაღება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად აღდგება ბიზნეს აქტივობა.


წყარო:businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up