„ინფექციური საავადმყოფოს დირექციის  განცხადება არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“ - „ავერსი“ ინფექციურის დირექციის ბრალდებას უარყოფს

„ინფექციური საავადმყოფოს დირექციის განცხადება არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“ - „ავერსი“ ინფექციურის დირექციის ბრალდებას უარყოფს

access_time2020-03-02 15:00:39

„ინფექციური საავადმყოფოს დირექციის განცხადება არის მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება“-ასე გამოეხმაურა „კომერსანტთან“ „ავერსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ ინფექციურის შენობის გარემონტების საშუალებას მათ „ავერსი-ფარმა“ არ აძლევთ.


როგორც ცნობილია, ს.ს. ინფექციურის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ კომპანია „ავერსი ფარმა“ მათ  რემონტის ჩატარების საშუალებას არ აძლევს და ეთერიდან ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ  ხვალვე გასცენ შენობის გარემონტების ბრძანება.


„ავერსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ  ჯერ კიდევ ორი წლის წინ  წერილობით მიმართა რემონტთან დაკავშირებით და თანხმობაც მიიღო,  გარემონტდა ყველა ის შენობა,  რომელიც დაკავებული ჰქონდა ინფექციურს. ფურცელაძის თქმით, იმ პერიოდში საავადმყოფო მათ იჯარას უხდიდა, დღეს კი ისინი აღნიშნულ თანხას აღარ იხდის. 


„როგორ უნდა გაარემონტონ შენობა,  როდესაც 2019 წლის 1 იანვრიდან ჩვენთვის იჯარა არ გადაუხდიათ და ფართი უკანონოდ აქვთ დაკავებული, უკანონოდ დაკავებულ შენობას ვერ გაარემონტებენ.ჩვენ ყველანაირი უფლება გვაქვს უკანონოდ დაკავებული შენობიდან გამოვუშვათ, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ, რადგან მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენს მოსახლეობაზე ვფიქრობთ, სად უნდა წავიდნენ ასეთ დროს“-ამბობს ფურცელაძე.


„ავერსის“ გენერალური დირექტორის თქმით, წლების წინ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა უზრუნველყო მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება,რომ სტანდარტებით გათვალისწინებული მომსახურება  პაციენტებისთვის გაეწია.


 „ჩვენთვის დღემდე უცნობია, როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან  ასევე ინფექციურიდან, როდის მოხდება ჩვენი კუთვნილი ფართის გათავისუფლება და იმ პერიოდის იჯარის ანაზღაურება, რაც მათ არ გადაუხდიათ.“-ამბობს ირაკლი ფურცელაძე.

 

ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხს გამოეხმაურა  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკოც.



„მე მართლაც, ადამიანურად  ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ ჩემი მინისტრობის დროს,  ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება, დღემდე  მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე მძიმე ტვირთი განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ, რამდენიმე მცდელობა გვქონდა ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება. 2013-14 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, მოვლაპარაკებოდით იურიდიულ დონეზე მეპატრონეს იმ კონტრაქტით, რაც არის გაფორმებული. ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ გვქონდა მცდელობა, იგივე ფართი მოგვეძებნა, რომელსაც  სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას. სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, სპეციფიკურია მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო მოთხოვნა, გამოეყო ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე. დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანე სამწუხაროდ ბოლომდე“, – განაცხდა დავით სერგეენკომ.


როგორც პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, ინფექციური კლინიკის გადატანა დიღომში იგეგმება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.


„ახლა არის,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,გამზადებული ინფრასტრუქტურა დიღმის კლასტერში, სადაც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას, სპეციფიკის გათვალისწინებით. ახალი აშენებული შენობაა, სადაც კლინიკა თავის პაციენტებით გადავა გადაკეთების შემდეგ. ამის შესახებ მე გავიგე ორი თვის წინ და ერთი წელი სჭირდება ამის მოგვარებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.


შეგახსენებთ, რომ გასულ წელს  „კომერსანტი“ წერდა, რომ შეიძლება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრს  ფუნქციონირება შეეწყვიტა. 


„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს“  წლის განმავლობაში 50 000 ზე მეტი ამბულატორიული პაციენტი და 5 000 მდე სტაციონარული პაციენტი ჰყავს. არსებული პრობლემების გამო, შესაძლოა მკურნალობის გარეშე დარჩენილიყვნენ  შიდსით და სხვა ინფექციებით დაავადებული პაციენტები და საფრთხე შეექმნას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას.

 

შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც დღეს თბილისის ორი დიდი კლინიკა: სააქციო საზოგადოება „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ და შპს „ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრები“ ფუნქციონირებენ, 2009 წლის 25 დეკემბერს, აუქციონზე, 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა.


უფრო ზუსტად, ამ აუქციონზე „ავერსი–ფარმამ“ 58 175 კვადრადული მეტრი მიწის ნაკვეთი და 18 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ინფექციურის, შიდსის და სეფსისი ცენტრის შენობები) იყიდა. თვითონ კლინიკები, როგორც იურიდიული პირები, მას არ შეუძენია და ისინი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.


კლინიკების პროფილის დროებით შენარჩუნების მიზნით, აუქციონის ოქმის თანახმად, „ავერსს“ დაევალა, რომ ორი წელი კლინიკებს პროფილურ მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა.სამი წლის გასვლის შემდეგ, „ავერსმა“ კლინიკის დირექტორებს არაერთი ოფიციალური წერილი გაუგზავნა და საკუთარი ტერიტორიების დაცლა სთხოვა. ალტერნატიული ფართის უქონლობის გამო, კლიკინებმა სხვაგან გადასვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.



ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up