მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

access_time2021-11-28 22:30:05

ჩინეთს უნდა გაზარდოს მატარებლების მოძრაობის სიჩქარე, და მეცნიერებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთიდან წარმოადგინეს ამის გაკეთების ხერხი: მატარებელს უნდა დაემატოს ფრთები! მათმა კვლევამ უჩვენა, რომ ხუთი წყვილი პატარა ფრთის დამატება მატარებლის ყოველ ვაგონზე გამოიწვევს შემადგენლობის ოდნავ აწევას და შეამცირებს მატარებლის წონას თითქმის მესამედით, რის შემდეგ მატარებელი განავითარებს 450 კმ/სთ სიჩქარეს.

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს პროექტის CR450 ნაწილს, რომელიც პეკინმა წამოიწყო მიმდინარე წყლის დასაწყისში; მიზანი: ახალი თაბის High Speed მატარებლების შემუშავება, რომლებიც შეძლებენ 450 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას.

თუმცა „საექსპლუატაციო სიჩქარის გაზრდისამებრ, გაიზრდება თვლების ცვეთა და გარდაუვლად გამოიწვევს წყვილთვლების სარემონტო ციკლის ხანგრძლივობის და მომსახურების ვადის შემცირებას“, - აღნიშნულია ჩენდუს ინოვაციურ ცენტრში the Chengdu Fluid Dynamics Innovation Centre მომზადებულ დოკუმენტში.

„დიდჩქარული მატარებლები ამწევი ფრთებით - ეს High Speed მატარებლის აეროდინამიკური კონსტრუქციის ტრადიციულ კონცეფციაში განხორციელებული გარღვევაა, რომლის მიზანია ენერგიის საერთო მოხმარების და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება“, - განაცხადეს მეცნიერებმა ჩინურ ჟურნალში Acta Aerodynamica Sinica გამოქვეყნებულ სტატიაში.

იდეა ახალი არ არის, - ის 1980-იან წლებში იაპონელებმა წარმოადგინეს. პრაქტიკაში იდეა ვერ განხორციელდა, რადგან ფრთები დიდი და განიერი გამოვიდა, რამაც მოძრაობის უსაფრთხოებას პრობლემები შეუქმნა, მაგალითად, უსაფრთხოების დამცავ ღობეებთან და გვირაბში მოძაობის დროს.

მკვლევარებმა გამოინაგარიშეს, რომ ფრთებისთვის ოპტიმალური დიაპაზონია - 1.5 – 2 მეტრი სახურავს ზემოთ. ჩინურ და იაპონურ კონცეფციებს შორის მთავარი სხვაობა ის არის, რომ ჩინურ მატარებელი უფრო ფრთოსან რაკეტას ჰგავს, როცა იაპონური თვითმფრინავის მსგავსია.

სხვათა შორის, სწორედ ეს მეცნიერები მუშაობენ ჩინური ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაზეც.

პირველი მატარებლები ამ სიჩქარით იმოძრავებენ ახალ, 300 კმ სიგრძის ხაზზე ჩენდუ - ჩუნცინი. აღნიშნული ხაზის მშენებლობა სექტემბერში დაიწყო და ხუთ წელში უნდა დასრულდეს.


სარკინიგზო ინდუსტრიის გასავითარებლად ინვესტიციებს არ იშურებენ დიდ ბრიტანეთშიც, რომლის  მთავრობამ 2021 წლის 18 ნოემბერს დაამტკიცა სარკინიგზო სექტორში ინვესტიციების განხორციელების გეგმა Integrated Rail Plan. პროექტის საერთო ღირებულებაა  96 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, ანუ დაახლოებით 130 მილიარდი აშშ დოლარი.

გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა აღნიშნა, რომ გეგმაში ჩადებული თანხა 5-ჯერ აღემატება ისეთი პროექტის ღირებულებას, როგორიცაა Crossrail, და 10-ჯერ - 2012 წლის ოლიმპიადის მომზადებისათვის გაწეულ ხარჯებს.



ცნობისთვის, სახელმწიფო არ უკავშირებს სარკინიგზო სექტორში კაპიტალის დაბანდებას რკინიგზის მომგებიანობას - ეს უკვე შეწყვიტეს განვითარებულ ქვეყნებში. მთავარია სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების შედეგად დამდგარი გარე ეფექტები. კახეთის განშტოების მოდერნიზაციას და მასზე თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფას, ხარჯების პირდაპირი ამოგების გამოანგარიშების გარეშეც, ისეთი საგრძნობი ეფექტი ექნება, რომ მის დათვლას აზრი არ აქვს. ეს ეხება ყველა განშტოებას საქართველოს სარკინიგზო სექტორში და, საერთოდ, სარკინიგზო ქსელის მთლიან განფენილობას.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up