"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით არჩევნებზე 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს

access_time2021-10-02 19:42:15

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მათ არჩევნებზე დღის განმავლობაში 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს. გარდა ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 25 საჩივარი დაწერეს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ განმარტავენ, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი შემთხვევები: სავარაუდო „კარუსელი”, სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა, ზეწოლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ა.შ.

„სავარაუდო „კარუსელი”-#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა - #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, სავარაუდოდ, ბახლელ გესეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა. გესეინოვის მიერ ორჯერ ხმის მიცემის ფაქტი აღბეჭდილია ვიდეო კადრებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამ უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერება მოითხოვა.

სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა-#28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

#40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #50 საუბნო კომისიის წევრები კენჭისყრის გვერდით ოთახში ალკოჰოლს სვამდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენმა დამკვირვებელმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცა. ამის გამო ჩვენი დამკვირვებელი ეზოდან გამოაგდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს დამკვირვებელს ამომრჩევლის ვინაობის საარჩევნო სიასთან შესაბამისობის დადგენის უფლება არ მისცა;

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #10 უბანზე ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაწერილ საჩივარს მდივანი გარკვეული დროის მანძილზე არ იბარებდა. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ მდივანმა საჩივარი დაარეგისტრირა;

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;


#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა- #17 თელავის საარჩევნო ოლქის #54 უბანზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი, ელიარ ხალილოვი რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში შეყვა იმ საფუძვლით, რომ მათ მხედველობა დაქვეითებული ჰქონდათ;

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა;

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეყვა ამომრჩეველს, მას კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.

არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე, გიორგი ბეროშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო” სამკერდე ნიშნით იმყოფებოდა. საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა.

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #41 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელიც არც იმ უბნის ამომრჩეველი იყო და არც უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, თავმჯდომარემ ამ პირს უბანი დაატოვებინა.

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

სხვა ტიპის დარღვევები-#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 უბანზე სამივე შემაჯამებელ ოქმში გარკვეული გრაფები წინასწარ იყო შევსებული, მათ შორის მოსული ამომრჩევლის ოდენობა და კომისიის 11 წევრის ხელმოწერაც იყო მითითებული;

#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #37 უბანზე გადასატან ყუთში რეგისტრირებული ამომრჩეველი მივიდა უბანზე და მას სხვა პირის გრაფაში მოაწერინეს ხელი;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე მისცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up