Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

access_time2021-03-03 15:00:33

      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად.



შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია მიმდინარე სემესტრში შეიცვალა და ქვეყანაში, მოსწავლეები საკლასო ოთახებში ნელ-ნელა დაბრუნდნენ. თუმცა ამ დრომდე კვლავ ონლაინ მიმდინარეობს საუნივერსიტეტო ცხოვრება. სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერ კიდევ არ აქვს ყველა ბავშვს საშუალება, რომ დისტანციურად სრულყოფილი სწავლება განაგრძოს.
სოციალური კამპანიის ფარგლებში, Mastercard-მა და Carrefour-მა გადაწყვიტეს, ჰიპერმარკეტების ქსელის ნებისმიერ ფილიალში Mastercard-ით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციიდან 1% „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების დასახმარებლ ფონდში გადაერიცხათ და ბავშვისთვის პლანშეტები შეეძინათ, რათა მათი სრულფასოვანი სასწავლო პროცესი არ შეჩერებულიყო.
„SOS ბავშვთა სოფელი საქართველო” 30 წელზე მეტია ბავშვებს ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში ზრდის, ეხმარება მათ მიიღონ განათლება, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.



მიმდინარე თვეში, პროექტი წარმატებულ დასასრულს მიუახლოვდა. Mastercard-მა და Carrefour-მა „SOS ბავშვთა სოფლის“ 100 ბენეფიციარისთვის შეიძინეს პლანშეტები. ტექნიკისა და სხვადასხვა საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი „SOS ბავშვთა სოფელი საქართველო” ოფისში გაიმართა.
„აღნიშნული კამპანია COVID-19 პანდემიის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელოვას ატარებდა, რადგან მოსწავლეები ნამდვილად აღმოჩნდნენ რთულ და სტრესულ ვითარებაში, რომლის გადალახვაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით. ამიერიდან, საქართველოში 100 ბავშვით მეტს ექნება საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“ - აღნიშნავს იგორ სტეპანოვი, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში.
„მოხარული ვარ რომ Mastercard-ისა და Carrefour-ის სოციალური კამპანიის შედეგად ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ახალგაზრდა თაობის სრულფასოვანი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ვფიქრობ რომ მსგავსი კოლაბორაცია არის მაგალითი იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს შეიძლება ასრულებდეს ბიზნესი მოსახლეობის დასახმარებლად - აცხადებს ქრისტოფ ორსე, კარფურის გენერალური დირექტორი საქართველოში.







SOS ბავშვთა სოფლის შესახებ:


SOS Children’s Villages International წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციის სახით.
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოში.

კარფურის შესახებ:


„კარფური“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელია, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც კომპანიას ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.



2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის 42 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.



Mastercard-ის შესახებ:
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)



(R)


თეგები:
Mastercard carfur



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up