რამდენიმე დღის წინ, ვუჰანში, ქალაქში, სადაც ეპიდემია დაიწყო, მთავარ აკვაპარკში უზარმაზარი წვეულება გაიმართა. სოციალურ ქსელებსა და იუთუბზე მალევა გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს როფორ იწყებს წვეულებას დიჯეი, ხოლო ათასობით ადამიანი ნიღბის გარეშე, საცურაო კამერებით ისვენებენ წყალში და ერთმანეთთან კომუნიკაციისას არ ერიდებიან მაქსიმალურად ახლო დისტანციაზე ყოფნასაც.
ვუჰანის აკვაპარკი კარანტინის შემდეგ უკვე ივნისში გაიხსნა, თუმცა ასეთი მასშტაბური წვეულება პირველად მოეწყო. ქალაქის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კონტრასტულია იმ ფოტოების ფონზე, რომლებიც ასახავენ რამდენიმე თვის წინ მათი თვალით ნანახ ცარიელ ქუჩებს და ქალაქ—მოჩვენებას.
ანა დარბაიძე