მასობრივი პროტესტის გამო ეკვადორის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა

მასობრივი პროტესტის გამო ეკვადორის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა

access_time2019-10-08 22:15:39

მასობრივი პროტესტის გამო ეკვადორის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

 

კიტოდან ქალაქ გუაიაკილში მთავრობის გადასვლის შესახებ ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ ტელემიმართვაში განაცხადა. მან წინამორბედი რაფაელ კორეა და ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ეკვადორში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.

 

„მადურომ და კორეამ დესტაბილიზაციის გეგმა აამოქმედეს. საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ მომიტინგეთა მხრიდან ვანდალიზმი და მაროდიორობა იმაზე მიუთითებს, რომ მათ კონსტიტუციური წესრიგის დამხობა სურთ“, - განაცხადა მორენომ.

 

დედაქალაქისკენ მსვლელობით სულ მცირე 20 ათასი ფერმერი და მკვიდრი ხალხების წარმომადგენელი მიემართება. მომიტინგეთა პირველი ჯგუფები დედაქალაქში 7 ოქტომბერს გამოჩნდნენ. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მათ სამართალდამცველების დაჯავშნილ ავტომობილსა და პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას ცეცხლი წაუკიდეს.

 


მანიფესტანტების ძირითადი ნაწილი დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩავა, 9 ოქტომბერს კი ეკვადორის მკვიდრი ხალხების კონფედერაციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

საპროტესტო გამოსვლები ეკვადორში საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმებით იყო გამოწვეული. ოქტომბრის დასაწყისიდან საწვავის ფასმა ორჯერ მოიმატა. ლენინ მორენომ 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გერმანიაში ვიზიტი გააუქმა.

 

მასობროვი აქციების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 477 ადამიანია დაკავებული. ამასთან ერთად, ეკვადორის მკვიდრი ხალხების კონფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე ათეული სამხედრო და პოლიციელი ჰყავთ დაკავებული. პროტესტის დაწყებიდან გარდაიცვალა 1 და დაშავდა 77 ადამიანი.

 

საწვავის სახელმწიფო სუბსიდირება ეკვადორში 1970-იან წლებში დაიწყო, ბოლო წლებში სუბსიდირების პროგრამაზე ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი დოლარი იხარჯებოდა.

 

imedinews.ge





Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მაკრლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up