ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ წელს გადასახადებში 11 მლრდ დოლარზე მეტი გადაიხადა.
Reuters-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჟურნალმა, Time-მა ის „წლის ადამიანად“ დაასახელა, ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა წინა კვირას Twitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მასკმა გადასახადები უნდა გადაიხადოს.
მილარდერმა უპასუხა, რომ „წელს იმაზე მეტი გადასახადი გადაიხადა, ვიდრე ნებისმიერმა ამერიკელმა ისტორიაში.“
მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, ხოლო კომპანია Tesla, დაახლოებით, ტრილიონი დოლარი ღირს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ილონ მასკმა 14 მლრდ დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა.
BPN.GE